ნოდარ ანდღულაძე
ნოდარ ანდღულაძე

მამა - დავით ანდღულაძე, დიდი ქართველი ტენორი და სახელგანთქმული ვოკალური პედაგოგი. დედა - ბარბარე მამამთავრიშვილი, ფალიაშვილის შეფასებით, თავისი დროის “საუკეთესო ეთერი”.

უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერი მხატვრული თვითმოქმედების კონცერტებზე სოლისტად გამოდიოდა.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი კიევის ოპერის თეატრის წამყვან სატენორო პარტიების შესასრულებლად მიიწვიეს. კიევიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტად ჩარიცხეს.

სამი წლის განმავლობაში ნ. ანდღულაძე მუშაობდა ერთდროულად უნივერსიტეტში ლექტორად და ოპერის თეატრის სოლისტად.

 

საოპერო დებიუტი შედგა ხოზეს პარტიით ბიზეს “კარმენში”, ამავე სეზონში, მეორე დებიუტი პუჩინის “ტოსკაში”.