ედიშერ გარაყანიძე (1957-1998)
ედიშერ გარაყანიძე (1957-1998) რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი და კონსულტანტი; ფოლკლორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; კომპოზიტორი; სიონის გუნდის მგალობელი და რეგენტი; 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. სტუდენტობისას ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა (შემდეგში - ანსამბლი “თბილისი”). სისტემატურად აწყობდა მოკლე თუ გრძელვადიან ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული ნიმუშების მოსაპოვებლად.

ედიშერ გარაყანიძის მოღვაწეობის დაკავშირებულია მის მიერვე შექმნილ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ “მთიებთან”. სწორედ “მთიებმა” ჩაუყარა საფუძველი ავთენტიკურ მიმართულებას, რითაც დაიკავა კიდეც განსაკუთრებული ადგილი ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიაში. ედიშერ გარაყანიძემ დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერიც”. მან ასობით უცხოელს შეასწავლა ქართული ხალხური სიმღერები და შეაყვარა საქართველო.