მარიამ (მარგო) თედიაშვილი
მარიამ (მარგო) თედიაშვილი

სტუდენტობის პერიოდში ხალხური სიმღერის ანსამბლი ჩამოაყალიბა და ხშირად გამოჰყავდა სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამავდროულად მღეროდა მეჩონგურე ქალთა ანსამბლში. 16 წლის მარგო კონკურსის შედეგად დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში ჩაირიცხა. ასე მოხვდა მომავალ სახელმწიფო ანსამბლში. აქ მას იმ დროს მოუწია სიმღერა, როცა შესანიშნავი მომღერლებისა და ლოტბარების მთელი პლეადა მოღვაწეობდა. მთელი მისი ბიოგრაფია სახელმწიფო ანსამბლთანაა დაკავშირებული. მას არაერთი ჯილდო და სიგელი დაუმსახურებია, არის ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს დამსახურებული არტისტი.

მარგო თედიაშვილის განსაკუთრებული ტემბრის ხმა არაერთხელ გამხდარა ქართველი კომპოზიტორების შთაგონების წყარო. საკმარისია გავიხსენოთ რევაზ ლაღიძის მუსიკა კინოფილმისთვის “ხევისბერი გოჩა” - ქალბატონმა მარგომ ქართველი დედა არაჩვეულებრივი გამომსახველობითა და დრამატიზმით შეასრულა.