რადიო “ფორტუნა”, 106.9FM
Ardaidardo.Geრადიოსადგურის ფორმატი მოიცავს უცხოურ და სამამულო ჰიტებს 60-იანი წლებიდან დღემდე, ასევე მსოფლიო კლასიკის შედევრებს. თითოეულ მუსიკალურ ნაწარმოებს აქვს ტესტირების შედეგად განსაზღვრული მაღალი რეიტინგი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობია. გარდა ამისა, ყოველი საათის ბოლოს გადის საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ეყრდნობა როგორც ჩვენი კორესპონდენტების, ისე იმ საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის სანდოობაც მაღალია; ამას ემატება ამინდის პროგნოზი, გასართობი, სპორტული ინფორმაციები და მოკლე ამბები ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

საუკეთესო მუსიკა და უკანასკნელი ცნობები არის არამარტო სარეკლამო ლოზუნგი, არამედ მთლიანად რადიო “ფორტუნას” პროგრამული პოლიტიკის არსი. რადიოსადგურის მსმენელები არიან აქტიური, საქმიანი ასაკის, განათლებული ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად მომართული აქვთ რადიოსიხშირე FM106.9, რადგან ისინი თანამედროვე, აქტიურ და მაღალი ხარისხის დამკვეთ აუდიტორიას წარმოადგენენ. სწორედ ამ სიხშირეზე პოულობენ ისინი ყოველდღიური საქმიანობისთვის  სასიამოვნო ფონის შემქმნელ პროგრამებს. ამგვარად შეგვიძლია აღვწეროთ მუსიკალური ფორმატის სახე, რომელსაც საერთაშორისო კლასიფიკაციით SOFT AC ეწოდება. რადიო “ფორტუნას” იმიჯის შენარჩუნებას განსაზღვრავენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტაბილურობა, ინტელიგენტურობა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა და პატივისცემა. რადიო ფორტუნას წამყვანები გამოირჩევიან ეთერის წაყვანის ინტელექტუალური და თავაზიანი სტილით, გამართული მეტყველებით.

აუდიტორია, რომელზეც არის ძირითადად გათვლილი რადიო “ფორტუნას” მაუწყებლობა - არის ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი, რომელთა ასაკი 25 წლიდან იწყება, მათი შემოსავალი კი საშუალოზე მაღალია. სწორედ მსმენელების ეს ჯგუფი წარმოადგენს იდეალურ “სამიზნეს” სარეკლამო სააგენტოებისთვის, რადგან ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი მსმენელების სწორედ ეს კატეგორიაა რეკლამირებული პროდუქციის ხშირი მყიდველი და მომხმარებელი. ისინი არიან ენერგიული ადამიანები, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ყველა მიმდინარე მოვლენას და ავლენენ ინტერესს ყველა სიახლის მიმართ.

მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები - 40%; ქალები - 60%; 25+

დაფარვის ზონა: საქართველო