რადიო “ფორტუნა პლიუსი”, 103.4 FM
Ardaidardo.Ge“ფორტუნა პლიუსი”  – ეს არის თავისებური სინთეზი  “EHR და DANCE” ფორმატებისა, რაც იწვევს რადიოსადგურის განსაკუთრებულ პოპულარობას ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც  უპირატესობას თანამედროვე მუსიკას და საცეკვაო რიტმს ანიჭებს.

რადიოსადგურის მუსიკალური ფორმატი და სტრატეგია მსმენელს საშუალებას აძლევს თვალყური მიადევნოს მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს მოვლენებს და იცნობდეს მუსიკალური ბაზრის ყველა სიახლეს. მეტნაკლებად პოპულარული მუსიკის გამოსავლენად რადიოსადგური იყენებს ევროპის ქვეყნების ე.წ. მუსიკალურ ჩატებს გადაცემაში ”EURO TOP 20" უახლესი მუსიკის რეპერტუარის ფონზე რადიოსადგურზე ტარდება მრავალი კონკურსი და ვიქტორინა, ეს კი “ფორტუნა პლიუსის” მსმენელს მუდუნების საშუალებას არ აძლევს.   

რადიო “ფორტუნა პლიუსის” მსმენელები არიან ახალგაზრდები, აქვთ ცხოვრების აქტიური წესი, პროგრესული აზროვნება, ცხოვრების პოზიტიური ხედვა და მუდმივად მიისრაფიან წარმატებისკენ. ამ აუდიტორიას ასევე ხიბლავს თავისუფალი დროის მხიარულად გატარება მეგობრების კომპანიაში და ცეკვა თანამედროვე რიტმებზე.

რადიოსადგურის დევიზი – “რითმი, ენერგია და განწყობილება”.

მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები - 46%; ქალები - 54%; 18-40 წელი.

დაფარვის ზონა: საქართველო