“ავტორადიო”, 95.1FM
“ავტორადიოს” ფორმატის შექმნაში გამოიყენება მსგავსი ჟღერადობის რამდენიმე სასიმღერო ჟანრი: რუსული, ფრანგული და ქართული საავტორო (ბარდი) სიმღერები, ტრადიციული და თანამედროვე ქალაქური რომანსები, რუსული და უცხოური პოპ და როკ-მუსიკა, სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან, ასევე რჩეული ლათინური მუსიკა.
მუსიკა ზავდება როგორც ტრადიციული პროგრამებით, ასევე უახლესი ოპერატიული ინფორმაციით იმის შესახებ, რა ვითარებაა ქალაქის გზებზე, სასარგებლო რჩევებით ავტომფლობელებისათვის, გასართობი და დინამიური საეთერო თამაშებით. “ავტორადიო” თანამშრომლობს საგზაო დეპარტამენტთან, საპატრულო სამსახურთან და მსხვილ საინფორმაციო სააგენტოებთან, რომლებიც რადიოსადგურს ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფენ.

“ავტორადიოს”  ფორმატი ორიენტირებულია იმაზე, რაც დღესდღეობით პრაქტიკულად არცერთ სხვა რადიოსადგურზე არ ისმის და რაც  გამოკითხვის შედეგებით, ძალიან სურს მოისმინოს თანამედროვე აუდიტორიის უმრავლესობამ.

“ავტორადიო” არ იმეორებს სხვა რადიოსადგურების მუსიკალურ ფორმატს, რის გამოც “ავტორადიო” არ კვეთს კომპანია “რადიო საქართველოს” დანარჩენი სადგურების მუსიკალურ ინტერესებს, პირიქით – “ავტორადიოს” სწორედ ამ ფორმატის საშუალებით დინამიურად ვითარდება დანარჩენი სადგურების პარალელურად იმ ნიშით, რომელიც აქამდე ათვისებული არ იყო.

მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები 60%; ქალები 40%;  25+

დაფარვის ზონა: საქართველო