სადღეგრძელოები
მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი

მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,

როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.

ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,

მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.

ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა

დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო,

მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი,

პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და

შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი…

მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ

მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,

ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,

ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს-

შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!

იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს!

იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს!

რომ იცის დადნება და მაინც მოდის ციდან.

მტირალა კაცს გაუმარჯოს!

ცრემლს, თვალზე მომდგარს, გაუმარჯოს!

ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს.

სიყვარულს, უთქმელს, გაუმარჯოს!

თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს.

იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელშიც შენს სახეს ხედავ

იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელშიც შენს სახეს ხედავ,

მორცხვად გიყურებს და კოცნას ვერ ბედავ,

ლამაზი მზერით შენს გულს რომ განაგებს,

კაშკაშებს, ციმციმებს, ქვეყანას ანათებს.

მე სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე წუხელ

მე სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე წუხელ,

ჩემი დარდები ღვინით სავსე თასში ჩავკალი

შენზე ფიქრებში დამათენდა ძვირფასო გზაზე

და შენი ტრფობით ამერია კარგო გზა-კვალი.

გაუმარჯოს ქართულ სუფრას

გაუმარჯოს ქართულ სუფრას,

ქეიფსა და მოლხენას,

 

ქართულ ვაზსა გაუმარჯოს

მის დამწურის მარჯვენას.

სადღეგრძელო იყოს მისი
სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწვოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.