გადაცემები
Ardaidardo.Ge
ყოველ შაბათს, 19:00 საათზე, ”არ დაიდარდოს” ეთერშია შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. გადაცემას ჰყავს სტუმარი, რომელიც შესაძლებელია იყოს ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, სიმღერათა ტექსტის ავტორი და ა.შ.
შაბათის თხოვნები აგებულია სტუმრის და მსმენელის ურთიერთობაზე.
გადაცემის ბოლოს არის ასევე ვიქტორინა.


დამზადებულია საქართველოში

ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში.

გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში.

გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს.







"უდარდელი ათეული" გელით!!!

ყოველ კვირას, 18:00-დან 19:00 საათამდე, ბეგისთან ერთად უსმინეთ ყველაზე უდარდელ გადაცემას, - "უდარდელი ათეული", რომელიც კომპლექტდება რადიო "არ დაიდარდოს" ეთერში გასული პოპულარული და ახალი სიმღერებით. 
სპორტიწამყვანი - დათო ბანანაშვილი

გადაცემა  "სპორტული სიიახლეები" რადიო არ დაიდარდოს  პირდაპირ ეთერში ყოველდღე 13 საათზე. გადაცემა გათვლილია სპორტის მოყვარულთათვის. ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია სხვადასხვა სპორტის სახეობებიდან. ქართული სპორტის სიახლეები ეროვნული ჩემპიონატების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი და ა.შ) განხილვა, პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან, შეფასება, სამომავლო გეგმები.

ლუდის საღამო
ყოველდღე, საღამოს 7-დან 10 საათამდე, ეთერშია მუსიკალური თხოვნები, სმს შოუ. სამი საათის განმავლობაში, მუსიკალურ თხოვნებთან ერთად, წამყვანი მსმენელს ყოველი საათის შუაგულში სთაავზობს ერთი კონკრეტული სიმღერიდან ფრაზებს, მსმენელმა უნდა შეძლოს წამყვანის მიერ ჩაფიქრებული სიმღერის ამოცნობა.

რადიო ”არ დაიდარდოს” ეთერში ყოველდღე შეგიძლიათ მოიმონოთ ახალი ჰიტი, მუსიკა პაუზის გარეშე, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, დღის აფიშა, ჰოროსკოპი, ქალაქური და ხალხური სიმღერები შესაბამის რუბრიკებში.

რადიო  ” არ დაიდარდო” ყოველდღე წარმოგიდგენთ სხვადასხვა ვიქტორინებს, რომელში გამარჯვებულებიც ჯილდოვდებიან პრიზებით. დილის 09:10-დან 13:00-მდე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ დილის ჰიტს, 16:15 წუთზე - ”აბა გამოიცანის”, 19:00-დან 22:00 საათამდე კი ლუდის საღამოს.