დამზადებულია საქართველოში
დამზადებულია საქართველოში

დამზადებულია საქართველოში


ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში.

გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს. წამყვანი დეტალურად აცნობს მსმენელებს ინფორმაციას სტუმრის ან სტუმრების შესახებ (ბიოგრაფია, დისკოგრაფია). წამყვანი ცდილობს მაქსიმალურად ამომწურავად წარმართოს დიალოგი, სტუმრის მუსიკალური საქმიანობის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებსაც ეძლევათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საყვარელ შემსრულებლებს. შესაძლოა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით შემოვიდეს სტუმრის მეგობარი, ასევე მუსიკოსი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შენიშვნა და სურვილები სტუმრის მისამართით.
ყოველი სტუმარი ვალდებულია ცოცხლად შეასრულოს რომელიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში.

გადაცემის დასასრულს ეთერში გადის ახალი სიმღერა ნიშნით - "დამზადებულია საქართველოში".

გადაცემის არქივი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.