ალავერდი - ”მსოლოდ შენ ერთს”
ალავერდი - ”მსოლოდ შენ ერთს” ორშაბათს, 13 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, რადიო ”არ დაიდარდოს” პირდაპირ ეთერში ტრადიციულად გადაცემა ”ალავერდი” გავიდა, რომლის სტუმარიც ამჯერად ანსამბლი ”მხოლოდ შენ ერთს” იყო.
ანსამბლმა ხალისით, ცოცხალი შესრულებით და ხალასი იუმორით გაახალისა ”არ დაიდარდოს” ეთერის ერთსაათიანი მონაკვეთი და ნამდვილი რადიო ნადიმი მსმენელებისთვის ერთი-ორად სასიამოვნო გახადა.
სასიამოვნო მოგონებები, მონატრებული, ქართველი მსმენელისთვის გამხელილი სიყვარული და სითბო უხვად ახლდა 13 დეკემბრის ალავერდს.
You must have Flash Player installed in order to see this player.

უსმინეთ ”ალავერდს” ყოველ ორშაბათს, საღამოს 7-ზე.