გადაცემა ალავერდი - ”გარიგება2”
გადაცემა ალავერდი - ”გარიგება2” ”გარიგება2” დიდ ეკრანებზე 27 იანვარს გამოვა, მანამდე კი ჩვენი რადიოს ეთერში, გადაცემა ”ალავერდმა” ფილმის შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა.
ზუსტად 20 წლის წინ შაბნელებულ, ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანას რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა და სცენარისტმა ნათია გოგოჭურმა ნათელი ფერი შესდძინა,ზუსტად იმ დროს როცა კინოსთვის არავის სცხელოდა მათ კინოკომედია გარიგება აჩუქეს ღიმილს მონატრებულ ქართველ მაყურებელს… მაყურებელმაც მათი შრომა ჯეროვნად დააფასა, შეიყვარა ფილმი, მფრინავ ფრაზებად აქცია დიალოგები, ერთი პატარა კახური ისტორია მთელი ქვეყნის სასაუბროდ იქცა….ზუსტად 20 წლის შემდეგ ამ ტანდემმა კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადა მაყურებელს, გარიგება 20 წლის შემდეგ.
ფილმის პრემიერა 27 იანვარს შედგება,მანამდე კი ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემა ალავერდს ეწვია და ქართული კინოს მოყვარულებს ნამდვილი ქართული კინოკომედიის დაბადება ამცნო!
You must have Flash Player installed in order to see this player.