დამზადებულია საქართველოში (არქივი)
დამზადებულია საქართველოში

ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში. გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს. წამყვანი დეტალურად აცნობს მსმენელებს ინფორმაციას სტუმრის ან სტუმრების შესახებ (ბიოგრაფია, დისკოგრაფია). წამყვანი ცდილობს მაქსიმალურად ამომწურავად წარმართოს დიალოგი, სტუმრის მუსიკალური საქმიანობის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებსაც ეძლევათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საყვარელ შემსრულებლებს. შესაძლოა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით შემოვიდეს სტუმრის მეგობარი, ასევე მუსიკოსი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შენიშვნა და სურვილები სტუმრის მისამართით. ყოველი სტუმარი ვალდებულია ცოცხლად შეასრულოს რომელიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში. გადაცემის დასასრულს ეთერში გადის ახალი სიმღერა ნიშნით - "დამზადებულია საქართველოში".


სიმღერა კახეთზე - ყველაზე კონტრასტული დუეტი

იცი როგორი სიმღერა დამიწერა? 52 წლის ასაკში ცოტა უხერხული სამღერი როა...

”შეგიყვარდები” - ავთო ჩადუნელის კიდევ ერთი ახალი სიმღერა ბოშურ მოტივებზე

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ავთო ჩადუნელი ესტუმრა.

 რას ამბობს ზურა ხაჩიძე ”ოქროს ტალღის” გამარჯვებულზე ნომინაციაში ”წლის სიმღერა”?

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურა ხაჩიძე ესტუმრა

”მზე და სიყვარული” - დიდი ემოცია, დიდი სიყვარული და მზეა ჩადებული

დათო გომართელი ახალი სიმღერით გადაცემაში ”დამზადებულია საქართველოში”

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი “არგო” ესტუმრა

გადაცემა ”ოქროს ტალღის” ფორმატში წარიმართა

იმერიკა - იმერული ხმები არ დაიდარდოს ეთერში

”ქუთაისლებს მუსიკის შეგრძნება გვაქვს განსაკუთრებული”

ახალი დუეტის პრეზენტაცია ”არ დაიდარდოს” პირდაპირ ეთერში

კახურა: ”ჩვენი მოწოდება ქართული ფოლკლორია”