დამზადებულია საქართველოში (არქივი)
დამზადებულია საქართველოში

ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში. გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს. წამყვანი დეტალურად აცნობს მსმენელებს ინფორმაციას სტუმრის ან სტუმრების შესახებ (ბიოგრაფია, დისკოგრაფია). წამყვანი ცდილობს მაქსიმალურად ამომწურავად წარმართოს დიალოგი, სტუმრის მუსიკალური საქმიანობის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებსაც ეძლევათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საყვარელ შემსრულებლებს. შესაძლოა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით შემოვიდეს სტუმრის მეგობარი, ასევე მუსიკოსი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შენიშვნა და სურვილები სტუმრის მისამართით. ყოველი სტუმარი ვალდებულია ცოცხლად შეასრულოს რომელიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში. გადაცემის დასასრულს ეთერში გადის ახალი სიმღერა ნიშნით - "დამზადებულია საქართველოში".


სიყვარული ძნელია - სიყვარული არ იქნება, არ იქნება ძალადა

ჯანსუღ კახიძის შემდეგ ეს სიმღერა არცერთ კოლექტივს არ უმღერია

 

გზა „სახიდან“ რუსულ ესტრადამდე და საქველმოქმედო კონცერტი დათო ხუჯაძისგან

რატომ დაიშალა სახე და რატომ არ მღერის დუეტში დათო ხუჯაძე?

როგორ შემოირიგა ზურა ჩინჩალაძემ მეუღლე და როდის წერს სიმღერებს?

კონსერვატორიაში ვისწავლე როგორ დავწერო და როდესაც მინდა მაშინ ვწერ

ტატო გოდერძიშვილი, ნუგზარ თუშიშვილი და ანსამბლი ”ხარება”

ანსამბლის პირველი სტუდიური ჩანაწერი და სამომავლო გეგმები

დრო გადის - ანსამბლ ქართველების პირველი სიმღერა

ვინ არიან ანსამბლის წევრები, რა მიმართულება აქვთ და რა არის მათი მიზანი?

 

ქუჩის ბიჭები არის ოჯახი, მეგობრობა, ნათესაობა...

რატომ გადაწყვიტა პაატა ხაჩიძემ სოლო სიმღერების ჩაწერა და ვინ არის მისი პირველი მსმენელი?

 

”გადაირბენს შემოდგომა”

როდის მოიპოვა თბილისურმა კვარტეტმა პოპულარობა?

 

”თამრო დუდუნიას 13 მეგობარი”

საახალწლო სიმღერის პრემიერა - თამრო და ნიკო

რა მუსიკას უსმენს ამალია ჯიბლაძე და სად მღეროდა ის ნიჭიერამდე?

ძალიან მშიშარა ადამიანი ვარ, სიმღერისაც მეშინია...