დამზადებულია საქართველოში (არქივი)
დამზადებულია საქართველოში

ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში. გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს. წამყვანი დეტალურად აცნობს მსმენელებს ინფორმაციას სტუმრის ან სტუმრების შესახებ (ბიოგრაფია, დისკოგრაფია). წამყვანი ცდილობს მაქსიმალურად ამომწურავად წარმართოს დიალოგი, სტუმრის მუსიკალური საქმიანობის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებსაც ეძლევათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საყვარელ შემსრულებლებს. შესაძლოა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით შემოვიდეს სტუმრის მეგობარი, ასევე მუსიკოსი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შენიშვნა და სურვილები სტუმრის მისამართით. ყოველი სტუმარი ვალდებულია ცოცხლად შეასრულოს რომელიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში. გადაცემის დასასრულს ეთერში გადის ახალი სიმღერა ნიშნით - "დამზადებულია საქართველოში".


ოდესმე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მიხვდებიან, რომ უანგარო სიყვარული მაქვს მათდამი...
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟიურის რომელიმე წევრი მკითხავდა, თუ სად ვიყავი აქამდე, მე პასუხი მზად მქონდა...
რას ნიშნავს აედონი?

ვინ არის ბექა ჯოხაძე, რატომ წერს სიმღერებს და რატომ არის სიყვარულზე შეყვარებული?

სამი ქალბატონის  - “რეპეტიცია”

ეს სულ სხვანაირი მოყოლაა: სიმღერას არგებ შენს ცხოვრებას და შემდეგ მღერი

სიყვარულზე სიმღერა ყოველთვის ამართლებს - ვის ემშვიდობება ანსამბლი ახალი სიმღერით?

მეტეხის რომელ წევრს აქვს დამთავრებული ”საყველაფრო”, რომელი სვამს ყველაზე მეტს, ვინ არის მუდმივი თამადა, ვის აქვს ყველაზე მეტად იუმორის გრძნობა განვითარებული და რამდენი უცოლო წევრია ანსამბლში?

 

”რა ვქნა მიყვარხარ” - პრემიერა არ დაიდარდოს ეთერში

როგორ გადაიქცა ჯგუფი ”ობოლა” ”არგოდ” , როგორია ხუთი ნომერი საფანტითა და ძველი ფარანით აწყობილი საკრავი ციქი-ციქი და რაში იყენებენ გახვრეტილ დოქს სახელად ”დოქურას”?

სამეგრელოდან წამოსული გულისტკივილი, რომელსაც არ დაიდარდოს სტუდიიდან კავკასიონი აფხაზებს უგზავნის...

როდის შეიქმნა ანსამბლი ”კავკასიონი”, ვინ არიან მისი წევრები და ვინ წერს მათთვის სიმღერებს?

 

გადაინაცვლეს თუ არა ქუჩის ბიჭებმა სხვა ჟანრში და რატომ გადაწყვიტეს ”fun-ოღის” ჩაწერა?
როგორ მიიღო ქართველმა მსმენელმა ისევ ერთად შეკრებილი ჯგუფი, როდის ჩამოვა გურამ ლომიძე საქართველოში და რატომ გამოსდით ბიჭებსა და გელა გნოლიძეს კარგი სიმღერები?
ჩაწერს თუ არა ”სამი დალიეს” თბილისური კვარტეტი და როგორი სიმღერები არ შევა მათ ალბომში?

რომელ კითხვაზე არ უჭირს კვარტეტს პასუხის გაცემა და გამოვლენ თუ არა ისინი თბილისობის კონცერტებზე?

შენ უკვდავი ხარ, გმირო - ექსკლუზივი გადაცემაში ”დამზადებულია საქართველოში”

როდის შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ”ივერიანი”, ვინ წერს მათთვის სიმღერებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?

 

”სამი გოგონას მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა თქვენ სხვა დროში გადაგიყვანთ”

”ჩვენი ვიდეოს შეფასებისას ხშირად ითხოვენ პროფესიონალურ შესრულებას, არადა თვითნასწავლები ვართ”