რა მუსიკას უსმენს ამალია ჯიბლაძე და სად მღეროდა ის ნიჭიერამდე?
რა მუსიკას უსმენს ამალია ჯიბლაძე და სად მღეროდა ის ნიჭიერამდე?

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” პროექტ ნიჭიერის ფინალისტი ამალია ჯიბლაძე ესტუმრა.

 

- ქალბატონო ამალია, მე დღეს მინდა მსმენელის პოზიციით გესაუბროთ, თქვენი ისტორია ბევრმა გაიგო, თუმცა, მაინც, ვინც არ არის ინფორმირებული, ვისაუბროთ თქვენს შესახებ, გიმღერიათ თუ არა ”ნიჭიერამდე”?

 

- მუსიკალური განთლება არ მაქვს, თვითნასწავლი ვარ. ყოველთვის მჭირდებოდა კარგი პედაგოგი, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა კი ”ნიჭიერის” წაყალობით მყავს ასეთი ადამიანი და ეს არის მანანა მორჩილაძე. ვმღეროდი სტუდენტობის დროს, ვსწავლობდი ასტრახანში კულტურის სასწავლებელში. რესტორანში ვმუშაობდი რუსეთში და ვმღეროდი. 4 წლის წინ ჩამოვედი საქართველოში და აქ არ მიმღერია. პროექტმა ”ნიჭიერმა” ძალიან დამაინტერესა. ძალიან მშიშარა ადამიანი ვარ, სიმღერისაც მეშინია. მეზობლებმა მითხრეს, აუცილებლად უნდა გახვიდეო, დამაჯერეს და როდესაც მივედი ”ნიჭიერში”, თვითონაც გაუკვირდათ. ”მონრივერი” ვიმღერე ჟიურისთვის, სახლში მოვამზადე ეს სიმღერა, ინტერნეტის საშუალებით. ხმა დასამუშავებელი მაქვს და ძალიან მკაცრად ვარ განწყობილი ჩემი თავის მიმართ.

 

- ზოგიერთმა მომღერალმა ეჭვი და კრიტიკა გამოხატა თქვენს მიმართ. იყო კადრში ცდომილება და ეს ნამდვილად იწვევდა ეჭვს. რა თქმა უნდა ეს იყო მონტაჟის ბრალი. თუმცა, შავ პიარში თქვენი დადებითი მხარეც გამოჩნდა. ოჯახის შესახებ გვესაუბრეთ...

 

- მეუღლე დამეღუპა უკვე ორი წელია, ორი გოგონა მყავს, გათხოვილია რუსეთში, პატარა კი 6 წლის არის. კარგი სმენა აქვთ. უფროსმა ეგრევე დამირეკა, დედიკო რა ლამაზი იყავიო.

 

- თქვენ თავად თუ ელოდით ასეთ წარმატებას?

 

- ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი, ჟიურის სიტყვები სულ მახსენდება და მამხნევებს. დიდი ძალა მომცა დარბაზის გამხნევებამაც.

 

- არასდროს განმიცდია გრძნობა, თუ რას ნიშნავს ერთ დღეში გახდე პოპულარული, როგორ გეხმიანებიან ნაცნობები?

 

- არც მე... მეტ წილად მეუბნებიან, რომ მოეწონათ ჩემი ნამღერი, ნათესავებიც გამომეხმაურნენ, გავერთიანდით.

- რა მუსიკას უსმენთ?

 

- მელომანი ვარ, ყველაფერს ვუსმენ, ვსწავლობ მთელი ცხოვრება და ვითვისებ ყველაფერს, რაც არის კარგი.

 

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 


ამალია ჯიბლაძე  - ვიდეო კოლაჟი




ამალია ჯიბლაძე - თბილისო -LIVE




ამალია ჯიბლაძე - LIVE




ფოტოები