”მიყვარხარ ძლიერ ძლიერ” - პრემიერა არ დაიდარდოს ეთერში

 

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” მომღერალი და მსახიობი ზაზა ჭინჭარაული ესტუმრა.

 

- მოგვიყევი შენს შესახებ...

 

- მოყვარულის დონეზე ბავშვობიდან ვმღეროდი, თუმცა სიმღერა ჩემს პროფესიად 13 წლიდან ავირჩიე. რობერტ ბარძიმაშვილთან დავიწყე სიარული და მე და ჩემი ჯგუფის წევრები სწორედ მან გაგვზარდა. რობერტის პერიოდში მე ტრომბონზე ვუკრავდი და ვმღეროდი. ასე იყო ყველა წევრი, ეს იყო რობერტის მოთხოვნა, რომ ყველას გვემღერა და დაგვეკრა. ახლა ვართ კვარტეტი ”ბარძიმი”. სოლო სიმღერებს ჩემთვის ვქმნი და სურვილი მაქვს ჩემი რეპერტუარიც მქონდეს, თუმცა, სოლო კარიერა მე არ მაქვს. მე და გიორგი დათიაშვილი ვმეგობრობთ და დავიწყეთ ლექსის ძებნა ცალ-ცალკე, შემდეგ ერთმანეთს გადავუგზავნეთ და აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე ლექსი მოგვწონებია. ასე დაიბადა სიმღერა, სახელად ”მამულს”, რომელიც გიორგისთან გამზადდა და ტრიალებს კიდეც არ დაიდარდოში.

 

- მსახიობიც ხარ...

 

- ასე ვერ ვიტყვი, ჯერ სწავლა არ დამიმთავრებია. რამდენიმე სარეკლამო რგოლში და მუსიკალურ კლიპში მომიწია მონაწილეობა და ასე დაიწყო ჩემი მსახიობობა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა საცდელი ვიდეო გადაიღო და როდესაც პირველ ნაბიჯს შემდეგი ნაბიჯები მოყვა, მეც დავინტერესდი. ასევე ვსწავლობ კასკადიორულ ხელოვნებას. თუმცა, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის მუსიკა.

 

- რამდენად რეალურია შენი აზრით მუსიკოსმა საქართველოში თავი გაიტანოს...

 

- ამას ზოგი ახერხებს, ზოგი ვერა. სამწუხაროდ უკვე წლებია ძალიან ცოტა კონცერტი იმართება. არიან მუსიკოსები რომლებიც სიმღერასთან ერთდა სხვა საქმიანობებსაც მისდევენ - ან სტუდიებს აკეთებენ, ან ბავშვებს ამზადებენ. მე მაქვს ჩემი სტუდია, სადაც ვწერ როგორც ჩემს სიმღერას, ისე სხვა ადამიანების ნამღერს, კეთდება არანჟირებაც.

 

- როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი, რა არის შენი მიზანი?

 

- არ მიფიქრია ამაზე. დღეს მემღერება და ვმღერი... რაიმე განსხვავებულ მომავალს ვერ ვხედავ და რასაც მოითხოვს ეს საქმე იმას გავაკეთებ.

 

- რატომ არ აქტიურობს კვარტეტი ”ბარძიმი”?

 

- რობერტის შემდეგ ბევრი სიმღერა ჩავწერეთ, კიდევ უფრო ბევრი ჩასაწერი გვაქვს. რამდენიმე ჩვენი სიმღერა ”არ დაიდარდოშიც” ტრიალებს.  აქტიურად ვერ ვართ, ბიჭები მუშაობენ. ბევრი დრო არ გვრჩება იმისთვის, რომ ყოველდღიურად შევიკრიბოთ და რეპეტიციები გვქონდეს.

 

- ხომ არ გიფიქრია ალბომის შექმნაზე?

 

- არა. როდესაც ხალხისთვის საყვარელი და მოსაწონი ბევრი სიმღერა დაგროვდება, ამაზე შემდეგ ვიფიქრებ.

 

- ვინ არის შენი პირველი მსმენელი?

 

-გადამწყვეტი მაინც ნანა გოგიშვილის აზრია, ის არის ჩვენი ვოკალის პედაგოგი.

 

- გავიხსენოთ ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი, როგორი იყო მასთან მუშაობა?

 

- ყოველთვის სურდა რომ ბევრი გვემუშავა, ბევრი გვესწავლა. ისე არ დაამთავრებდა რეპეტიციას, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს ძალიან კარგად არ შეასრულებდა. მომთხოვნი იყო ძალიან.

 

- პირადზეც გვესაუბრე...

 

- ოჯახი არ მყავს. არცერთი ჩემი ოჯახის წევრი არ მღერის.

 

- ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...

 

- ”მიყვარხარ ძლიერ ძლიერ”. ასე ჰქვია ამ სიმღერას. შანდორ პეტეფს ეკუთვნის ლექსი, ჩაიწერა გიორგი დათიაშვილთან ”ფორტუნა რეკორდსში”, მასვე ეკუთვნის არანჟირებაც, ლექსს კი ბექა სონღულაშვილი კითხულობს.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

ზაზა ჭინჭარაული $ ბექა სონღულაშვილი – მიყვარხარ ძლიერ

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

ვიდეო კოლაჟი

 

 

 

სიმღერა სიყვარულზე – live

 

 

 

სიმღერა ტირიფზე – live2