”თამამად ვამბობ - პირველად ვიმღერე სიმღერა, რომელსაც მართლა განვიცდი და ეძღვნება ადამიანს”

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ავტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი და ”არ დაიდარდოს” მუსიკალური წამყვანი, თაკო მელიქიშვილი ესტუმრნენ.

 

 

ცირა: - დიდი მადლობა მთელს კოლექტივს ასეთი კეთილი განწყობისთვის ჩემ მიმართ და დიდი მადლობა მსმენელს, დიდი პოზიტივი მივიღე მათგან. ჩემს მიერ შესრულებული პირველი სიმღერა გაჟღერდა თქვენს ეთერში და ბევრი წერილი და დიდი გამოხმაურება მივიღე.

 

- როდის დაიწყო თქვენი მუსიკალური საქმიანობა, არის თუ არა ეს თქვენი პროფესია, თუ ეს არის ჰობი?

 

- ეს არის პროფესია, დიდი გზა გავიარე ამისათვის, საფორტეპიანო განხრით მაქვს დამთავრებული სასწავლებელი. ვმღეროდი ”აი ია”-ში. გარკვეული კომპოზიციები ბავშვობიდანვე მქონდა. შემდეგ შევისწავლე არანჟირება. როდესაც მივდიოდი მუსიკოსებთან არანჟირებისთვის, ისინი მეუბნეოდნენ, რომ მეც მქონდა ამის პოტენციალი. ეს არის ქალის საქმე, ბევრი დრო და შრომა სჭირდება არანჟირებას. მეც ბევრი დრო დამჭირდა შესასწავლად. ახალ იმ ეტაპზე ვარ რომ ასეთ დეტალებზე აღარ ვფიქრობ...

 

- მე 11 წელია აქ ვმუშაობ და თქვენს შესახებ ბოლო რამდენიმე წელია რაც შევიტყვე...

 

- თქვენს ბაზაში არის ჩემს მიერ დაწერილი სიმღერები, თუმცა არა ჩემი შესრულებით. მაგალითად, ჩემი სულ პირველი სიმღერა იყო ”გაზაფხული შემოსულა”, შემდეგ მაია ყარყარაშვილის, გოგოტა გოგიძისა და სხვა მომღერლების მიერ ნამღერი კომპოზიციები მიემატა. ვწერ ტექსტებსაც. არის ჩემს შემოქმედებაში ისეთი სიმღერებიც, რომელთა ტექსტიც მე არ მეკუთვნის, 400-მდე სიმღერა მაქვს დაწრილი და მათ შორის მხოლოდ 10 შემთხვევაშია სხვა ავტორი. ასე უფრო მიადვილდება. თუმცა, არ ვარ ხოლმე ჩემი ტექსტებით კმაყოფილი.

 

- თაკო, როგორ გადაწყვიტეთ თანამშრომლობა?

 

თაკო: - მე ძალიან მადლიერი ვარ. რამდენჯერმე ისრაელში როდესაც დამჭირდა წასვლა, ცირა ძალიან მომეხმარა. ბოლოს ცირა ჩემს გადაცემაში ვნახე, რომელიც ახალი სიმღერით მესტუმრა, სიმღერა ”არ დაგივიწყებ” მე დავაპრემიერე. ასეთი ხშირი ურთიერთობა მანამდე არ გვქონდა, ახლა უკვე ვმეგობრობთ. როდესაც ამ სიმღერას ვუსმენდი, ის ისე ახლოს იყო ჩემს სულთან, ჩემს განცდებთან, ვთხოვე მას, ჩემთვისაც დაეწერა. წლების განმავლობაში მსგავსი სიმღერა მინდოდა, არ ვიცოდი ვისთვის ამეხსნა ის გრძნობა, რაც წლების განმავლობაში თან მდევდა. სიმღერა ცირას მზად ჰქონდა, მაგრამ მისამღერი სპეციალურად ჩემთვის დაიწერა. ეს არის ჩემი ცხოვრების პატარა ნაწილი და თამამად ვამბობ - პირველად ვიმღერე სიმღერა, რომელსაც მართლა განვიცდი და მართლა ეძღვნება ადამიანს. გამიხარდება თუკი შეყვარებულ ადამიანებს და იმ ადამიანს მოეწონება ვისაც ეძღვნება. ეს არის ჩემი მომავალი, წინასწარ ვიმღერე.

 

- როგორია თქვენი მიდგომა მუსიკისადმი, რა ჟანრში მოღვაწეობთ?

 

ცირა: - ცირა ბზიშვილი ქმნის ყველაფერს, რაც მოთხოვნადია, ვმუშაობ როგორც საესტრადო ჟანრში, ასევე საბავშვო ჟანრში, ასევე ფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის ვწერ საუნდ ტრეკებს. ყველა ჟანრი მოვსინჯე რაც პოპ მუსიკას ეხება. რაც არის ინსტრუმენტული მუსიკა და რაც ჩემია - მაქვს პროექტი, რასაც აუცილებლად განვახორციელებ, მალე ხალხი მოისმენს.

 

- ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი?

 

- მე ორი მსმენელი მყავს, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი, რომლებთანაც პირველი პრეზენტაცია ხდება. უწევთ ერკვეოდნენ მუსიკაში. გამოცდილება თავისას შვება და ვიცი რამდენად გაამართლა მათმა რჩევამ და ჩემმა ინტუციაციამ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს არ მოუსმენიათ და დაუკმაყოფილბლობის შეგრძნება მაქვს ხოლმე. ერთმანეთის ენერგეტიკას ვგრძნობთ.

 

- გქონიათ თუ არა ალბომი ან საპრეზენტაციო კონცერტი?

 

- არ მქონია შემოქმედებითი საღამო. როდესაც დამწყები მუსიკოსი ვიყავი ჩავატარე საღამო და ძალიან წარმატებულად ჩაიარა. თუმცა, მათი ყოველი კონცერტი, ვინც ჩემს სიმღერას მღერის, არის ჩემი საპრეზენტაციო გამოსვლა. მქონდა ბევრი შემოთავაზება. მუსიკოსებიც მაძლევენ რჩევბს რომ გავაკეთო კონცერტი. მაქვს იმდენი სიმღერა, რომ ბევრი კონცერტის გაკეთებაა შესაძლებელი. არც ალბომის გაკეთებას ვფიქრობ. მზაობა არ არის ჯერ ამისათვის ჩემში.

 

თაკო: - როდესაც მოისმენენ სიმღერას, მიხვდებიან რაზეა ეს ვიდეორგოლი. დიდი მადლობა ზურა ციციშვილს, ცირას მეუღლეს, რომელიც კლიპს გადამიღებს. ჩემი პარტნიორი რგოლში არის ახმეტელის თეატრის მსახიობი იმედა ნატროშვილი. ვფიქრობ რომ კლიპი მზად იქნება მაისის ბოლოს. ვეცდებით, მალე დასრულდეს. დიეტაზე ვარ... ეს არის რიგით მეორე სიმღერა ცირა ბზიშვილის რომელსაც მე ვმღერი.

 

- სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ?

 

ცირა: - დიდი მადლობა მინდა ჩემს მეგობარს, გიორგი შალვაშვილს ვუთხრა, მისი ინიციატივა იყო, რომ სიმღერა ”არ დაგივიწყებ”, რომელიც მე საჯაროდ ვიმღერე, თქვენამდე მომეტანა. ამის შემდეგ ახალ პროექტზე დავიწყე ფიქრი, მას სხვადასხვა ავტორებთან განვახორციელებ, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ჟანრი, აქ პოეზია და მუსიკა გაერთიანდება, შეიქმნება კომპოზიციები, ექნება გამოსახულება და ასე მივა საზოგადოებამდე. ეს იქნება ორი ავტორის მიერ დანახული კონკრეტული თემა.

 

თაკო: - იმდენად ვიყავი გადართული ახალ სიმღერაზე, ბევრმა მეგობარმა მანქანაში მოისმინა ეს სიმღერა და მთხოვეს რომ ჩამეწერა მათთვისაც. მადლობა ცირას ამ სიმღერისთვის და იმისთვის, რომ ზუსტად მიმიხვდა რაც მინდოდა. მადლობა იმ ადამიანს ვინც მაგრძნობინა ეს სიმღერა...

 

- თქვენეული ვერსია როგორია ამ სიმღერაზე?

 

ცირა: - აქ დაიბადა ეს იდეა ნამდვილად. რომ გავედით სტუდიიდან, თაკომ მითხრა რომ სევდიანი სიმღერა სურდა. თაკოს მოუნდა თავისი ისტორიის გასაჯაროვება. როგორც ავტორი, ვამბობ, რომ ვერ წარმომედგინა იმ ჟანრში, რაც მას მოუნდა. სიმღერა მქონდა დაწერილი, მაგრამ არა იმ ფორმით როგორითაც დღეს მსმენელი მოსიმენს. მოვარგე მის ხმას, მის შინაგანს. ძალიან უნდოდა რომ ეს ყველაფერი ეთქვა და დაეფიქსირებინა. მე როგორც ავტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ.

 


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

 

თაკო მელიქიშვილი – ნუ მეტყვი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 

 

 

ფოტოები