რა მუსიკას უსმენს ეკა მამალაძე და რატომ არ უსმენს საკუთარ ჩანაწერებს?

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ეკა მამალაძე ესტუმრა. ამჯერად საუბარი კონკურს ოქროს ტალღას შეეხო. შეგახსენებთ, რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” ყველა გადაცემა საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ეკა მამალაძე ერთ-ერთი კონკურსანტი გახლავთ, რომელიც წარმოდგენილია სიმღერით ”საიდუმლოს გაგიმხელ”.

 

- როგორ განწყობაზე ხართ?

 

- დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა რომ არ გავიწყდებით. მე ძალიან მიყვარს რადიო. მეც ვმუშაობდი ფოლკ რადიოში გიორგი უშიკიშვილთან. მუსიკალური ოჯახების შესახებ მქონდა გადაცემა. თავიდან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ძალიან დავიხვეწე და მომეწონა ეს როლი.

 

- რა მუსიკას უსმენთ?

 

- ძალიან ცოტა მუსიკას ვუსმენ, მე, ნატალიკო და ნანი სულ ვჩხუბობთ. არ მიყვარს ხმამაღალი მუსიკა. ნატალიკოს აბაზანაში შეაქვს ხმის გამაძლიერებლები და იქიდან საშინელი ხმები გამოდის, რაზეც მე დედა ვბრაზდებით. ჩვენ ჩანაწერებს მე და ნანი საერთოდ არ ვუსმენთ. ნანი ხშირად ჯდება როიალთან და მღერის ხოლმე...

 

- შევაჯამოთ 2014 წელი... მათ შორის სიმღერა ”საიდუმლოს გაგიმხელ”...

 

- ეს ჯუმბერ ამანათაშვილის ძალიან ძველი სიმღერაა. რაღაცეები ძველდება ხოლმე, თუკი მელოდია მომწონს და მსიამოვნებს, მიჩნდება სურვილი რომ ახლებური ჟღერადობა მივცე. არის სიმღერები, რომლებიც არ გასვენებს და გინდა რომ განაახლო. რაც შეეხება თავად 2014 წელს, მთლიანობაში კარგი იყო. 2015 წლის დასაწყისში ნანის კონცერტი იყო, სადაც მე და ნატალიკოც ვმღეროდით. ჩემი გადმოსახედიდან ნატალიკო საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. ამბობენ ხოლმე რომ ორივეს გაჯობათო - ამაზე დიდი ბედნიერება ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს. აქეთ მასწავლის ნატალია რაღაცეებს. წელს კონსერვატორიას ამთავრებს, არის მეცო სოპრანო. ნატალია მარტში ნიუ იორკში იყო, ჩააბარა ჯულიარდის სასაწავლებელში. მიიღეს, დააფინანსეს და ეს დიდი წარმატებაა. ორი წლის განმავლობაში ისწავლის ნიუ იორკში.

 

- როგორია თქვენი მიდგომა ახალი თაობის მიმართ, როგორი უნდა იყოს ის?

 

- ეს არ არის მარტივი, რეცეპტი არ არის ამისათვის. ყველაფერს სჭირდება განათლება და არა მხოლოდ მუსიკალური. რას უსმენს, რა განათლებას იღებს... ეტაპობრივად ხდება ყველაფერი, გარემომ უნდა შეგიწყოს ხელი. დაულაგებელია დღეისათვის ეს ყველაფერი. მე მნიშვნელობას ვანიჭებ პირველ რიგში განათლებას.

 

- გყავთ თუ არა ამოჩემებული კომპოზიტორები?

 

- ისე მოხდა რომ ბევრი სიმღერა დამიგროვდა ჯუმბერ ამანათაშვილის. ის ჩემი ბიძგია, ის რომ არ იყოს ალბათ არც არაფერი მექნებოდა. ამ ზაფხულს მინდა ღია ცის ქვეშ გავაკეთო საღამო, არა პომპეზური და მსუბუქი. მინდა რომ იყოს რეტრო, მაგრამ ახლებური ვერსიით.

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

გადაცემის ვიდეო კოლაჟი