ანსამბლი ხარება ახალი სიმღერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლი ”ხარება” ესტუმრა. მისი წევრები არიან, ზურა კარანაძე, ზაზა კირკიტაძე, მამუკა ჯულუხიძე, მამუკა ლიპარცეიშვილი და დავით  გრძელიძე.


ზურა, როგორი განწყობით ხართ?


შემართებით ვართ, ახალი სიმღერა მოვიტანეთ და იმედია მსმენელი შეიყვარებს.


მოგვიყევით ”ხარებას” შესახებ...


ქუთაისიდან ვართ, ბავშვობიდან ვმეგობრობთ, დავამთავრეთ კონსერვატორია, ვმუშაობდით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში. თავიდან მხოლოდ სუფრაზე
ვმღეროდით, შემდეგ გადავწყვიტეთ ანსამბლის ჩამოყალიბება, ეს იყო 2003 წელი. თავდაპირველად ხალხური რეპერტუარი გვქონდა, მოგვიანებით ქალაქური სიმღერებიც შემოვიტანეთ.


რატომ დაარქვით  ანსამბლს ”ხარება”?


ქუთაისში გვაქვს ხარების სალოცავი, ძალიან მოგვწონდა ეს სახელი, გვინდოდა ანსამბლისთვისაც დაგვერქმია, მამაოსგან კურთხევა ავიღეთ და გავხდით ”ხარება”. გარკვეულ პერიოდში
ვგალობდით კიდეც.


როგორც ვიცი, თავიდან შვიდნი იყავით...


დიახ, ორმა წევრმა ანსამბლი საკუთარი საქმიანობის გამო დატოვა. ვცდილობთ, რომ ხუთმა წევრმა თავი გავართვათ ჩვენს საქმეს.


დავით, რატომ გეძახიან პინოქიოს?


დიახ, 99%-ი ასე მომიხსენიებს. ანსამბლში ვმღერი ბანს. ოჯახში ყველა მუსიკოსია, მამა ქუთაისში, ოპერის თეატრში უკრავს, მეც მამასთან ერთად ვუკრავდი. ცოტა ხნით თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრშიც ვუკრავდი.


მამუკა ლიპარცეიშვილი: - მამას დავყავდი მეც ოპერის თეატრში. ანსამბლში ბანი ვარ.


მამუკა ჯულიხიძე: - მე სამტრედიიდან ვარ წარმოშობით და როდესაც ნიჭი აღმომაჩნდა, იმის შემდეგ ვმღერი... მე ”ხარებაში”პირველ ხმას ვასრულებ.


ზაზა: - მეც, ბავშვობიდან ვმღერი, წლების წინ რეპით ვიყავი დაკავებული. 3-4 წელი თეატრალურშიც ვსწავლობდი და იქ აღმოაჩინა ერთმა პედაგოგმა, რომ ვოკალი მქონდა. ჩავაბარე
მუსიკალურში, ვიყავი გუნდის ხელმძღვანელიც. ”ხარებაში” პირველი ხმა ვარ.


სიმღერა სახელწოდებით ”წუხელ სიზმარში” წლებია ჩვენს ეთერში ტრიალებს...


ზურა: - 2004 წელს ჩაიწერა, დამზადდა ”სანოს” ტუდიაში და ეს ჩვენი პირველი სტუდიური ჩანაწერია. თავიდან მხოოდ ხალხურ სიმღერებს ვასრულებდით და ეს სიმღერაც ასეთივე მოტივით ჩავწერეთ.


დაიწყეთ ხალხურით და გადახვედით ქალაქურ ჟანრში, რომელი უფრო თქვენია და რას უნდა ველოდოთ?


ჩვენია ხალხური, მაგრამ ქალაქური უფრო მოთხოვნადია, ჟანრის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ კომერციამ გამოიწვია. ვცდილობთ, რასაც გავაკეთებთ, იყოს მოთხოვნადი. სულ ძიებაში ვართ, გვინდა რაღაც განსხვავებული შევქმნათ, ამიტომაც გვაქვს ცოტა სიმღერა. ”მოდი გავიაროთ ღამე” და მიდიან წლები” ხალხმა ძალიან შეიყვარა. სულ 6 სტუდიური ჩანაწერი გვაქვს, ორი სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა ალბომზეც ვფიქრობთ, თუმცა ხელი სწორედ ჟანრების ცვლილებამ შეგვიშალა.


ახლა სად მოღვაწეობთ?


დაახლოებით 7-8 წელია თბილისში ვართ, გვაქვს ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდიაც, სტუდია ”ხარება”. ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი მუსიკოსი თანამშრომლობს ჩვენთან. დაახლოებით
ხუთი თვეა, რაც სტუდია ამუშავდა, დათო გრძელიძეა ხმის რეჟისორი, არანჟირებას კი მე, ზურა კარანაძე ვაკეთებ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...


სიმღერა ჩვენმა ქუთაისელმა მეგობარმა ნუკრი კარკაძემ მოგვაწოდა, ტექსტისა და მუსიკის ავტორი სწორედ ის არის. ჩაიწერა ჩვენთან, სტუდიაში ”ხარება”. იმედია მსმენელი შეიყვარებს, სიმღერის სახელწოდებაა ”წვიმა”.



ანს. ხარება - წვიმა


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ანს. ხარება - პოპური. Live





ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge