გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გია როინიშვილი ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გია როინიშვილი ესტუმრა.


ბატონო გია მოგვიყევით თქვენს შესახებ, როდის გადაწყვიტეთ ყოფილიყავით მსახიობი


5-6 წლისას ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. ”ზემელზე” გავიზარდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო ჩემს ზემოთ, ახლა იქ პანტომიმის თეატრია, მისი უკანა ფანჯრები ჩემს ეზოში გამოდიოდა. ვხედავდი შესვენებაზე მსახიობები როგორ გამოდიოდნენ, ვიღაც არლეკინი სიგარეტს როგორ ეწეოდა... ძალიან საინტერესო იყო ეს ჯადოსნური სამყარო. როდესაც მარტო დავდიოდი სკოლაში, უკვე დავიწყე თეატრში სიარულიც. შემდეგ პიონერთა სასახლეშიც მივედი, დრამ-წრეზე, კარგი პედაგოგი მყავდა. როდესაც პირველ სპექტაკლში გადამიღეს, მეცხრე კლასში ვიყავი. ჩავაბარე თეატრალურში, პირველივე წელს მოვხვდი, საკმაოდ სერიოზული კომისიისგან მივიღე ხუთიანი. მოგვიანებით ლილი იოსელიანი და მიხეილ თუმანიშვილი ჩემი პედაგოგები გახდნენ. ინსტიტუტის შემდეგ მოვხვდი თუმანიშვილის თეატრში, ეს იყო 1985 წელს და ზუსტად 30 წელი გავატარე. ძალიან მაგარ პარტნიორებთან ერთად მომიწია ამ პერიოდში თანამშრომლობა, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ...


რომელია თქვენი საყვარელი როლი?


ვერ გამოვარჩევ საყვარელ როლს, ბევრი სპექტაკლი მიყვარს... მაგალითად ”ბაკულას ღორებში” ”გალაქტიონი” ვითამაშე, ”დარისპანის გასაჭირში” ”ოსიკო”, ”ზაფხულის ღამის სიზმარში” აკი, კარენინი ”ანა კარენინაში”... ამ როლებს გარკვეული სათქმელი დაყვა... თუმანიშვილის თეატრის გარდა სტაბილურად სხვა თეატრებთან არ მიმუშავია, მიწვევით მიწევდა ხოლმე სხვადასხვა თეატრებში თამაში. დღეს ჩემი ბედი ისე წავიდა, რომ მიწვევით ვარ ილიაუნის თეატრში და მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში... მოკლედ, სარდაფი არ ამცდა.


გქონდათ გადაცემა ”ღამის მატარებელი”... თუ გიფიქრიათ ტელევიზიაში დაბრუნება და რაიმე პროექტის ხელმძღვანელობა?


თვითმიზანი არ უნდა იყოს არც სცენაზე გამოსვლა, არც ტელევიზორში გამოჩენა. თუ რაღაც სათქმელი არსებობს, უნდა გააკეთო... ასევეა სიმღერაშიც. ტელეპროექტი მაქვს ჩაფიქრებული, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.


თქვენს ბიოგრაფიაში არის ფილმებიც...


ბევრ ფილმში არ ვარ გადაღებული, როდესაც ჩემი სამსახიობო კარიერა დაიწყო, იყო 90-იანი წლები... ბოლო ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, 2010 წელს არის გადაღებული. ამ ეტაპზეც ვმუშაბ ფილმზე, რომლის დეტალებზეც ვერ ვისაუბრებ. არ მივიჩნევ მსახიობის უნივერსალურობად იმას, რომ კინოში და თეატრში ერთნაირად კარგად თამაშობს. ძალიან საინტერესოა კინოში მონაწილეობა. გააჩნია როლს, რეჟისორს, სცენარს...


ხომ არ დაჩაგრა პოლიტიკამ სამსახიობო აქტიურობა?


როგორც პარლამენტარი ვმდგარვარ სცენაზე, თუმცა უფრო იშვიათად. ჩემი ოპონენტები ამასაც მაბრალებდნენ, რომ არ ვთამაშობდი და ა.შ. საზოგადოებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ,
ახლაც მომიწია შემოდგომაზე მოსახლეობასთან შეხვედრა. დიდი მადლობა მინდა ადამიანებს ამ სიყვარულისთვის გადავუხადო.


მარიამზე ვისაუბროთ...


როდესაც მარიამმა კონსერვატორიაში ჩაბარება გადაწყვიტა, ავუხსენი რა ელოდა. როდესაც დიდ ხელოვნებას ემსახურები, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. მუდმივი ვარჯიში და პროფესიული სიძლიერეა საჭირო. პროფესია შენი ჰობიც უნდა იყოს, ეს მარიამს აქვს, ზუსტად იცის რას აკეთებს. მას განსაკუთრებული მონაცემები აქვს, მარიამს შეუძლია მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭოს.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


უახლოეს მომავალში, სადაც მაყურებელს შევხვდები, ეს არის სერიალი ”ჩემი ცოლის დაქალები”. ასევე, საუბარია ახალ სპექტაკლზეც...


მოგვიტანეთ ახალი სიმღერა, ეს თქვენი პირველი სტუდიური ჩანაწერია დიდი ხნის შემდეგ...


არ მიფიქრია არასდროს, რომ ჩამეწერა სიმღერა. ჩემთვისაც გასაკვირია, რომ მომინდა. ამ სიმღერას თავის დროზე მედეა ძიძიგური მღეროდა. არჩილ კერესელიძეა მუსიკის ავტორი, ჯანსუღ ჩარკვიანი ლექსის. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, დიდი მადლობა მას, რომ ეს ახირება შემისრულა. სიმღერის სახელწოდებაა ”ჩემი სვეტიცხოველი”.


გია როინიშვილი - ჩემი სვეტიცხოველი 

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge