გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კვინტეტი ”ურმული” ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კვინტეტი ”ურმული” ესტუმრა. მისი წევრები არიან: თამაზ მამალაძე, დავით ქავთარაძე, გელა ტაბაშიძე, დავით რატიანი და შალვა აბრამაშვილი.


რა გზა გამოიარა ”ურმულმა” დღემდე, კვინტეტი 1993 წელს დაარსდა, ძალიან რთული პერიოდი იყო ანსამბლის ჩამოსაყალიბებლად...


დავითი: - ამ პერიოდში ელემენტარულ საჭიროებებზე ზრუნავდნენ და ხელოვნებასა და სულიერ საზრდოზე არავინ ფიქრობდა. 1992 წელს, გერმანიაში, ბადენ-ბადენში გაიხსნა ”ვარდების ბაღი”, საჭირო გახდა მცირე შემადგენლობის, ხუთი მუსიკოსისა და რამდენიმე მოცეკვავის წავსლა. იმ პერიოდში თამაზ მამალაძეს ჰყავდა ანსამბლი ”ურმული” და იმის გამო, რომ ბევრი იყვნენ, თამაზის იდეით შევიკრიბეთ ხუთი ადამიანი და დავირქვით კვინტეტი ”ურმული”. ვიყავით მე, თამაზი, დათო რატიანი, თამაზ ჭიკაზე და ზურა ქავთარაძე. წავედით გერმანიაში და წლების განმავლობაში ვიმუშავეთ. 1993 წლიდან ოფიციალურად ჩამოყალიბდა კვინტეტი ”ურმული”, გვყავდა გერმანელი პროდიუსერი, რომელიც მთელი 13 წლის განმავლობაში აკეთებდა ჩვენი კონცერტებისა და ტურნეების ორგანიზებას მთელი ევროპის მასშტაბით. იმ პერიოდში გერმანიაში უფრო ცნობილები ვიყავით, ვიდრე საქართველოში. 500-ზე მეტი კონცერტი გვქონდა გაკეთებული. ჩვენი მენეჯერის გარდაცვალების შემდეგ აქტიური მოღვაწეობა საქართველოში გავაგრძელეთ. შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, 2001 წელს შეგვემატა შალვა აბრამაშვილი და გელა ტაბაშიძე ორი წლის წინ. 2001 წელს ჩაიწერა ჩვენი ლაივ დისკი და აქვე გამოვიდა. სხვა ყველა დანარჩენი დისკები გერმანიაში გამოიცა. თუმცა, ვმღეროდით მხოლოდ ქართულად. ჩვენი დაუღალავი შრომა ევროპელებმა ისევ შეამჩნიეს და გამოგვიჩნდა პოლონელი მენეჯერი.


მოგვიყევით პირადად თქვენი მუსიკალური ისტორია?


თამაზი: - ჯერ ერთი ქალი რა გასაძლებია და მე შვიდს ვუძლებ, „თსუ გორდელას“ ხელმძღვანელი ვარ. პედაგოგიურ მოღვაწეობას 30 წელზე მეტია ვეწევი. კვინტეტ ”ურმულში” დასაბამიდან ვარ.


დავითი: - ფორტეპიანოს კლასი მაქვს დამთავრებული, შემდეგ გეპეი (ტექნიკური უნივერსიტეტი) დავამთავრე და ვმღეროდი ”შვიდკაცაში”. თამაზს შვიდი გოგო ყავს და მე 14-ს ვუძლებ, გოგონების ანსამბლს ”დეკა” ქვია, ვაჟთა ანსამბლს კი ”ქართული ფოლკლორი”.


შალვა: - დავამთავრე მუსიკალური სკოლა, შემდეგ ტექნიკუმი და კონსერვატორია კონტრაბასის განხრით, 2001 წელს კი ”ურმულს” შევუერთდი. გარდა ”ურმულისა” ვუკრავ ოპერის სიმფონიურ ორკეტრში. ოპერაში ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი ”სულიკო” და მათთან ერთადაც ვმღერი. ”ურმულში” ჭუნირზე ვუკრავ, ვმღერი პირველ ხმას.


გელა: მე ვარ ”ურმულის” ასაკის, 23 წლის. ჩემთვის ძალინ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მათთან ერთად სცენაზე დგომა. პატარა ასაკიდან სალამურზე ვუკრავ და ვმღერი.


ვისაუბროთ ახალ პროექტზე?


ჩვენმა პოლონელმა  მენეჯერმა, კაროლ ჩაიკოვსკიმ 2009 წელს მოისმინა რადიოში ჩვენი სოლო კონცერტი, მოეწონა და დაებადა იდეა პოლონურ ანსამბლთან გვეთანამშრომლა. ცნობილი პოლონური კოლექტივი ”ტრებუნიე ტუტკი” ჩამოვიდა თბილისში, მოგვასმენინეს თავიანთი სიმღერები, მასალები დაგვიტოვეს და წავიდნენ. ჩვენ ვიმუშავეთ, ვეცადეთ თემატურად და ჰარმონიულად ახლოს ყოფილიყო ჩვენი ნაშრომი. გავაკეთეთ დისკი, რომელიც ევროპაში წელს გამოსული დისკების საუკეთესოთა ოცეულში შედის. ჯერ საქართველოში გაყიდვაში არ არის.


სამომავლო გეგმები?


გვაქვს სურვილი სოლო კონცერტი გავმართოთ საქართველოში, თუმცა ფინანსების არქონის გამო ვერ ვახერხებთ. გეგმაში გვაქვს ახალი დისკის გამოცემა. ნაწარმოებების ნაწილი მზადაა და ალბათ წელიწადნახევარში მზად იქნება.


კვინტეტი ურმული - სახალისო 

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ანს. ურმული - აჭარული. Live





ანს. ურმული - საზეიმო. Live




ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.GeArdaidardo.Ge