”ჩემი სახით მსოფლიომ ერთი კარგი კლარნეტისტი დაკარგა”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” დათო ნეფარიძე ესტუმრა.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?


იყო პროექტი ”სიყვარულის მატარებელი”, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო ვერ შედგა, შემდეგ იყო ”შანსონ ფესტივალი”, გავერთიანდით როგორც ქართველი, ისე არაქართველი
მომღერლები. 17 აგვისტოს უნდა გახსნილიყო ფესტივალი, თუმცა გარკვეულმა მიზეზებმა ხელი შეგვიშალა, მართალია ღონისძიება შედგა, თუმცა ნაკლებად მასშტაბურად. მუსიკალურად, სიმართლე რომ გითხრა, ისეთი არაფერი გამიკეთებია.


რომელი იყო ჰიტი, რომელმაც სახელი გაგითქვა...


ეს იყო ”ჰარალე”, მაშინ მოსკოვში ვმოღვაწეობდი და რომ ჩამოვედი, მეგობრებმა მთხოვეს, რამე გააკეთეო. კარგი ლექსია, სიმღერა ძალიან მომწონს, არ ვიცოდი ვინ იყო მისი ავტორი.
მივედი ოთარ ყუფუნიასთან და ერთი კვირის განმავლობაში ვეხვეწებოდი გავაკეთოთ თქო. ერთ ღამეში გააკეთა და ფაქტია, რომ მსმენელმა შეიყვარა.


მუსიკის გარდა, რითი ხარ დაკავებული?


ჩემი ცხოვრება მთლიანად მუსიკაა. მამამ მასწავლა სიმღერა და მისგან გადმომყვა ის, რომ მთელი არსებით ვგრძნობ სიმღერას, ძალიან კრიტიკული ვარ. შემსრულებელს რისი თქმაც სურს, ის მსმენელამდე უნდა მივიდეს. განათლებით მუსიკოსი ვარ, კლარნეტისტი, დიდი ხანი ვსწავლობდი. ნოდარ გულიაშვილი იყო ჩემი პედაგოგი, ასევე მასწავლიდა დათო ჯიშკარიანი, რომელიც ახლა კონსერვატორიაში კათედრის გამგეა, ის მეუბნება ხოლმე, რომ ჩემი სახით მსოფლიომ ერთი კარგი კლარნეტისტი დაკარგა.


რამდენი სიმღერა გაქვს, როგორია შენი მუსიკალური ალბომი?


სიმღერა ალბათ ბევრი მაქვს, თუმცა მივიჩნევ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ახლა დავიწყე ალბომი, რომელსაც ძალიან მალე გავაკეთებ. იმ სიმღერაზე, რომელიც დღეს მოვიტანე, კლიპის გადაღება მინდა და თუ ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს, ალბომსაც ამ მიმართუელბით წავიყვან. რთული სიმღერაა, ოთარ რამიშვილის მიერ არის დაწერილი და მას სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს. ერთ-ერთი პირველი სიმღერაა, რომელსაც ვმღეროდი და ვმღერი დღემდე. ეს არის სიმღერა, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ვმღერი და მისი შესრულება პირველ რიგში მე მსიამოვნებს. სიმღერას ჰქვია ”წელიწადის ოთხი დრო”, მე ასე ვეძახი, ალბათ რაღაც კოდია ჩადებული, რომ 25 წელია ვასრულებ და არ მბეზრდება. ყოველთვის ერთი და იგივე ემოციით ვმღერი. სიმღერა ცოტა სევდიანია, მაგრამ ბოლოს გაბედნიერებს და მინდა ჩვენს ქვეყანას ბენიერება ვუსურვო. ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, მინდა ყველას სიყვარულით გაუთენდეს ახალი წელი. რომა გიორგაძეს ეკუთვნის არანჟირება, ჩაიწერა ჯანსუღ კახიძის სტუდიაში.


დათო ნეფარიძე - წელიწადის ოთხი დრო 

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


დათო ნეფარიძე - გული. Live





დათო ნეფარიძე - თოვლი. Live




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge