გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლი ”კავკასიონი” იური და ოლია ელაშკინებთან ერთად ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლი ”კავკასიონი” იური და ოლია ელაშკინებთან ერთად ესტუმრა.


რა სიახლეები აქვს ”კავკასიონს”, როგორი იყო თქვენთვის 2016 წელი?


ირაკლი კაჭარავა: - შემოქმედებითად ნორმალური წელი იყო, მონაწილეობა მივიღეთ არაერთ პროექტში, თუმცა ანსამბლ ”ჩხოროწყუს” სახელით. გაგვიჩნდა სურვილი მეტი გავაკეთოთ. ჩვენი სიმღერა ”აჭარული” ძალიან მოთხოვნადი გახდა, მისი პრემიერაც ”არ დაიდარდოს” ეთერში შედგა.


როგორია ანსამბლის ცხოვრება ჩხოროწყუში?


ეს ფაქტი ახდენს გავლენას ჩვენს შემოქმედებაზე, ვცდილობთ მანძილის ბარიერი გადავლახოთ და მოტივაცია არ დავკარგოთ. დღეს მცირე ნაწილი ჩამოვედით, რობერტ გეთია, ალეკო შენგელია, ჯონი სორდია და გიორგი კაჭარავა.


სამომავლო გეგმები როგორია?


პირველ რიგში, მადლობა მინდა ოლგასა და იურის მოვუხადო ჩვენი მხარდაჭერისთვის. გვაქვს კიდევ საერთო გეგმები და პროექტები, ოლგას ძალიან მოსწონს მეგრული სიმღერები და ჩვენი მომდევნო ნამუშევარი ეს იქნება. დავწერე სიმღერა და მართალია უჭირს მეგრულ ენაზე სიმღერა, მაგრამ რისი მეგრელები ვართ, მეგრული თუ არ ვასწავლეთ. ზოგადად ”კავკასიონი” ბევრს ვმუშაობთ. დღეს ანსამბლში 11 წევრი ვართ.


ანსამბლმა ”კავკასიონმა” შემოგვთავაზა სიმღერა, რომლის ავტორიც არის ოლია ელაშკინი, ის მოსკოვიდან სპეციალურად გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, ოლია მოგვიყევით როდის მოხვდით პირველად საქართველოში?


პირველად საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვედი, საქართველო ისე თბილად შეგვხდა, რომ უკვე მეორედ შემოდგომაზე მთელს ოჯახთან ერთად ჩამოვედი, სწორედ ამ დროს გავიცანი ”კავკასიონი”. დავწერე მუსიკა, რომელიც ჩემი აზრით ეთნიკური იყო, ვაჩვენე ირაკლის, ბიჭებმა გააკეთეს არანჟირება და ჩაწერეს. ჩაიწერა ”სანო” სტუდიაში, სიმღერას ჰქვია ”პატარა გოგო”. უკვე რამდენიმე წერია ვწერ სიმღერებს, თუმცა მხოლოდ რუსულ ენაზე ვწერ და თავად ვმღერი. ტექსტებს მეც ვწერ და დედაც მიწერს ხოლმე. ჩემი პირველი მსმენელები და შემფასებლები მეუღლე და დედა არიან, ისინი ჩემი თანაავტორებიც არიან. საქართველო სულიერი და თბილი ადგილია, ამ ბოლო დროს სვანეთში დიდ დროს ვატარებ. თქვენთან ვსწავლობ, როგორ გადმოვცე ემოციები სიტყვებით. მე თავად ფსიქოლოგი ვარ, ასევე ჩემივე ჟურნალის რედაქტორი ვარ. ვაწყობ ყოველწლიურ ფესტივალს. შევიძინე მეგრული კაბა, გრძელი სახელოებით, ვერცხლისფერი ქამრით, მასში თავს გასაოცრად კომფორტულად ვგრძნობ. იურიმ კი ჩოხა შეიძინა.


ბატონო იური, რა მონაწილეობას იღებთ მეუღლის შემოქმედებაში?


ჩვენ ერთად ბევრს ვმოგზაურობთ, პროდიუსერი, პრომოუტერი და შეიძლება ბარგის დამტარებელიც ვიყო. ჩამოვედით საქართველოში, უიმედოდ შეგვიყვარდა თქვენი ქვეყანა და მაგნიტივით გვიზიდავს. არანაირი შემოქმედებითი ტალანტი არ მაქვს...


ანს. კავკასიონი - პატარა გოგო

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიოჩანაწერი 

You must have Flash Player installed in order to see this player.




ანს. კავკასიონი - ალილო. Live





ანს. კავკასიონი - სქვამი ცირა. Live






ვიდეო კოლაჟი





ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge



Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge