პირველი ფოლკ-ბენდი იმერეთიდან

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”ლალე” ესტუმრა.


მოგვიყევით თქვენს შესახებ...


ირაკლი ახალაია: - ქუთაისიდან გესტუმრეთ, დაახლოებით ერთი წელია რაც შევიკრიბეთ. ლალეში 9 წევრია, დაარსების მომენტიდან რაოდენობა არ შეცვლილა. იდეა აბესალომს ეკუთვნის. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე, ვასრულებთ ფოლკს, ქავერებს, თუ საჭიროა საოპერო ჟანრის სიმღრებსაც ვმღერით. ჯერჯერობით მხოლოდ ორი სტუდიური ჩანაწერი გვაქვს, ერთი მათგანის პრემიერა გია ჯაჯანიძის შოუში მოხდა, მეორე კი ჯერ არ გამოგვიჩენია. მე თავად ხელოვანი ოჯახიდან ვარ, დავამთავრე ქართული ხალხური ცეკვების სტუდია, შემდეგ თეატტრალურში ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო მუსიკა ვისწავლე, შემდეგ კი წავედი ქუთაისში.


რატომ დაარსდა ”ლალე” რა მიზანი გაქვთ?


გვინდოდა ხარისხიანი მუსიკა შეგვექმნა და მსმენელისთვის თავი დაგვემახსოვრებინა.


რისი იმედი გაქვთ? რაიონში მუსიკალურ კოლექტივს არ ულხინს...


ჯერჯერობით საკუთარ ინსტრუმენტებზე ვუკრავთ, ფინანსებს კი თავად ვიძიებთ კორპორატიული საღამოებიდან.


თუ არის თქვენი მოძებნა ინტერნეტ სივრცეში შესაძლებელი?


ჯერჯერობით არა, მხოლოდ იმ ერთი სიმღერის ჩანაწერია, რომლის პრემიერაც ”იმედზე” შედგა. ყოველდღე ვმღერით ქუთაისში, რესტორანში.


რომელი სიმღერა გამოგდით ყველაზე კარგად ცოცხალი შესრულებისას?


ჩვენ ყველა ჟარს გულით ვაკეთებთ, გააჩნია მსმენელს, პოპურს უფრო მეტი ოვაცია მოყვება ხოლმე.


როგორია თქვენი სამომავლო გეგები?


ჩვენი მიზანია ხარისხიანი მუსიკა შევქმნათ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რა იქნება მომავალში ნამდვილად არ ვიცი, დღეს ქუთაისში ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ჩვენმა
ტელეეთერით გამოჩენამ დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.


ალბომზე თუ ფიქრობთ?


რა თქმა უნდა ესეც არის გეგმაში, თუმცა ჯერ სიმღერები უნდა მოვაგროვოთ.


გავიცნოთ თითოეული წევრი...


აბესალომ ხურციძე: - ვარ 27 წლის, ”ლალეში” პირველი ხმა ვარ, გარდა ამისა ქუთაისის ოპერის თეატრში ვმოღვაწეობ. სპექტაკლები და კონცერტები არის, ოპერაში არიან როგორც
ახალგაზრდა, ისე სტაჟიანი მომღერლები.


ემილ ჩარგაძე: - ”ლალეს” ოთხი ვოკალისტი ყავს, მე მეორე ხმას ვმღერი. სხვადასხვა კუთხის სიმღერებში სოლოები გვაქვს განაწილებული. იმერეთში პირველი ფოლკ ბენდია ”ლალე”. რა
თქმა უნდა რთულია გადაერთო საოპერო ჟანრიდან ფოლკლორზე, თუმცა ეს ხელს არ გვიშვლის.


ბექა კოსტავა: - 14 წლის ვიყავი როდესაც სერიოზულად დავიწყე მუსიკის შესწავლა. დავამთავრე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსკალური სკოლა, შემდეგ ქუთაისის
კონსერვატორია, 16 წლიდან კი ოპერის გუნდში ვმღერი ბანს.


ირაკლი ახალაია: - მირიან ხელაძეზე მინდა ვთქვა, რაც არ უნდა ცუდი განწყობა გვქონდეს, ორი წუთი საკმარისია იმისთვის, რომ გაგვამხიარულოს.


გოგიტა ნაოჭაშვილი: - გორიდან ვარ. ქუთასიში მუსიკალური დავამთავრე, შევიძინე მეგობრები, შემდეგ დავბრუნდი გორში, თუმცა ბიჭებმა ჯგუფის შექმნა რომ გადაწყვიტეს, ”მომიძიეს” და
მოვხვდი მათთან ერთად. სტუდენტობისას ხალხურ ანსამბლ ”ადილაში” ვმღეროდი, ფოლკლორი ჩემთვის უცხო არ არის. ”ლალეში” ბას გიტარასა და სოლო გიტარაზე ვუკრავ.


გაგა ლობჟანიძე:  - გარმონზე ვუკრავ,  ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო მუსიკის სპეციალობა მაქვს დამთავრებული, ქუთაისში ვცხოვრობ, ისე კი რაჭველი ვარ. ქუთაისის ცეკვისა
და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში ვუკრავ.


ირაკლი ახალაია: - ლევან არაბიძე ცეკვავს ქართულ ხალხურ ცეკვებს და 14 წლის ასაკკიდან უკრავს დოლს. ყავს მოსწავლეები.


გიორგი ვარდანიძე: - დრამერი ვარ, არ ვმღერი, მხოლოდ ვუკრავ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ....


სიმღერის ავტორი ჭაბუკა ამირანაშვილია, ტექსტი ეკუთვნის ირმა ქურასბედიანს, ჩაიწერა ზაზა ხუბუკელაშვილთან. გვინდა მერაბ შალამბერიძეს, ედიშერ მშვენიერაძესა და ბესო ბასილაძეს მადლობა გადავუხადოთ გაწეული დახმარებისათვის.



ჯგ. ლალე - სატრფიალო

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ჯგ. ლალე - სვანური. Live




ჯგ.ლალე - კახური პოპური. Live




ჯგ.ლალე - აფხაზური. Live




ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge