გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”იბერია” სოფი რაფაელასთან ერთად ესტუმრა

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”იბერია” სოფი რაფაელასთან ერთად ესტუმრა. ანსამბლის წევრები არიან: ბექა წულაია, ლევან გულბათაშვილი, ავთო ოტრაბახიძე, ვახო ჩიმჩიური, გიგა სოზიაშვილი და გიორგი ჯეირანაშვილი.


ლევან, დღეს შენ ჩემი თანაწამყვანი იქნები, გაგვაცანი ”იბერიას” წევრები?


დიახ, ვმღერი პირველ ხმას. ბექა წულაია ჩვენი სოლისტია, ავთო ოტრაბახიძე ჩვენი ახალი წევრია, ის დოლზე უკრავს. ვახო ჩიმჩიური გარმონზე, გიგა სოზიაშვილი ფანდურზე უკრავს და ის ”იბერიაში” დასაწყისიდან არის, მანამდე სხვა ანსამბლებში ვმღეროდით ერთად, საჭიროებისდა მიხედვით ყველა ხმას მღერის, გიორგი ჯეირანაშვილი ბას გიტარასა და აკუსტიკურ გიტარას უკრავს, მას თავისი ბენდი ჰყავს, ჯგუფი ”გამა” და ის წარმატებით ახერხებს ორ ჯგუფს გაუძღვრეს.


მას შემდეგ რაც ”იბერია” ჩვენთან სტუმრად იყო, რა შეიცვალა?


საოცარი განვითარება მოყვა ”იბერიას”, მას შემდეგ რაც ჩვენი სიმღერა ”რანუნი” გაჟღერდა ”არ დაიდარდოში”. ”არ დაიდარდო” მათთვის, ვინც მღერის ქართულ ენაზე, ყველასთვის წარმატების
ფორმულაა. იმატა კონცერტებმაც, იყო რამდენიმე მსხვილი შემოთავაზება. რეპერტუარში 50-მდე სიმღერა გვაქვს.


ბექა, როგორც ვიცი შენ უშუალოდ მონაწილეობ ”იბერიას” საავტორო სიმღერების შექმნაში...


დიახ, ტექსტსაც ვწერ, მუსიკასაც. ძალიან მეამაყება ”მამულს ვუმღეროთ სიმღერა”, რადგან ძალიან შეიყვარა ხალხმა, კლიპიც გადავიღეთ.


დღეს ჩვენი სტუმარია სოფი რაფაელაც...


ლევანი: - ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ გარდა მეგობრობისა, ჩვენ მასთან ვთანამშრომლობთ, როგორც კომპოზიტორთან. რამდენიმე სიმღერა გვაქვს მისი ჩაწერილი, მათ  შორის ერთს მსმენელი პირველად მოისმენს. ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე. დიდი მადლობა მინდა სოფის დაუღალავი შრომისთვის გადავუხადო, ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის ჯაჭვი არასოდეს გაწყდება, ადამიანები გრძნობენ ხშირად, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.


სოფი: - ეს არ არის ახალი სიმღერა, მე საკუთარ სიმღერებს იშვიათად ვმღერი ხოლმე. ამ სიმღერას სხვა მომღერალი, ირაკლი ჩარგაძე ასრულებს და მისი ტკბილი შესრულების გამო მომინდა მეც მემღერა. დავიხმარე ლევანი. ერთ კონცერტზე ვიმღერეთ ერთად, ვიდეო დაიდო სოციალურ ქსელში და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სტუდიური ჩანაწერი გაგვეკეთებინა. ”დამიჯერე” - ასე ჰქვია სიმღერას. როგორც ავტორი, ბრმად ვანდობ ჩემს სიმღერებს ლევანს.


რომელ ჟანრში ქმნით სიმღერებს და რომელ სიმღერას მიიჩნევთ თქვენს სავიზიტო ბარათად?


სოფო: - ყველა ჟანრში ვცადე ბედი, თუმცა ძირითადად პოპსა და პოპ როკში ვმუშაობ. ჩემი სენსიტიური შეგრძნებების გამო, ”ქალდეას” იასამანს გამოვყოფ, მამა თავმასის ლექსზეა
დაწერილი. ზვიად ბერიაშვილი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, როგორც იცით, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ის იყო ადამიანი, რომელმაც მიბიძგა მემღერა.


ბექაზე რას გვეტყვი ლევან?


ბექას ვოკალურად უკიდეგანოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩავწერეთ ერთი სიმღერა საცდელად ”მიყვარხარ”, რომელმაც წარმატება მოიპოვა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბექას სოლო სიმღერებით ალბომი გავაკეთოთ. ბექა წულაიას სოლო ალბომის მუსიკალური პროდიუსერი მე გახლავართ.


ბექა: - ამჟამად სამი სოლო სიმღერა მაქვს ჩაწერილი, სულ ალბომში ათი სიმღერა იქნება.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...


ლევანი: - ზაალ გაბელაია გავიცანით ინტერნეტით, ის ბექას დაუკავშირდა და შემოგვთავაზა სიმღერა. მადლობა მას ამისთვის. ეს სიმღერა ამ დრომდე არავის უმღერია. ”ჰოი და ქალო” - ასე ჰქვია ახალ სიმღერას.



ჯგ. იბერია - ჰოიდა ქალო

You must have Flash Player installed in order to see this player.



გულბათი & სოფი რაფაელა - დამიჯერე

You must have Flash Player installed in order to see this player.



ბექა წულაია - პატარა ტარტარა

You must have Flash Player installed in order to see this player.



გულბათი & სოფი რაფაელა. გადაცემა "დამზადებულია საქართველოში". პრემიერა





ჯგ. იბერია - მეგრული. Live




ჯგ. იბერია - მოდი ქალო. Live





ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge