”რანინა” - ანსამბლ "მეტეხი"-ს ქართულ ებრაული სიმღერა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლი ”მეტეხი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: გიორგი რუხაძე, ბონდო გუმბერიძე, მიხეილ მელაძე, ზურაბ კავთელაძე, ნოდარ ხელაძე, სოსო
კაკუშაძე, ირაკლი ჟორჟოლიანი და რამაზ დაღუნდარიძე.


დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხართ სტუმრად, დავიწყოთ თავიდან, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომ გქვიათ ქუთაისელი ბიჭებისგან დაკომპლექტებულ ანსამბლს ”მეტეხი”?


გიორგი რუხაძე: - 2004 წელს, როდესაც შევიკრიბეთ, დედაქალაქისკენ ავიღეთ გეზი და ვფიქრობდით, რა უნდა დაგვერქვა ანსამბლისთვის. ვცხოვრობდით მეტეხის ხიდთან, სარეპეტიციოც იქვე გვქონდა და გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით ”მეტეხი”. ჩვენ ვსწავლობდით ქუთაისში, მუსიკალური განათლება იქ მივიღეთ. ვმეგობრობდით, ვძმაკაცობდით და ამიტომაც ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი.


რომელი იყო თქვენი პირველი სიმღერა და როგორ დაიწყო თქვენი პოპულარობა?


როდესაც თბილისში ჩამოვედით, ჯერ კიდევ სუსტები ვიყავით, არ ვიყავით დაფუძნებული და რამდენიმე წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ დავმკვიდრებულიყავით. ეს იყო სიმღერა ”წვიმა”, რომელიც თავიდან ვერ გახდა პოპულარული. მუსიკის ვატორი მე ვარ, ტექსტი კი ჩემს მეუღლეს ეკუთვნის. შემდეგ მივხვდით, რომ საჭირო იყო სიმღერა, რომელიც ყველა თობის ადამიანს მოეწონებოდა და დავწერე ”ფერია”. დაახლოებით სამი თვე ვმუშაობდით სიმღერაზე. ეს იყო 2013 წელს.


მოგვიყევით ანსამბლის წევრებზე...


ბონდო არის პირველი ხმა, ხალხურ ანსამბლში მღეროდა. ბონდოს ხმა მეტეხისთვის მთავარი კოზირია, ანსამბლის საკმაზი და მარილია, მისი ხმა რომ ჩაიწერება ხოლმე, ყველაფერი იცვლება.


ზურა კავთელაძე: - მე პირველი ხმა ვარ, დაკავებული ვარ საესტრადო მუსიკითაც.


ირაკლი ჟორჟოლიანი: - ”ოქტავას” მეძახიან ბიჭები, მუსიკალურ სასწავლებელში შემარქვეს. ანსამბლში ვმღერი ბანს.


მიხეილ მელაძე: - მეორე ხმა ვარ, ჩემი პროფესია სასულე ინსტრუმენტზე დაკვრაა.


იოსებ კაკუშაძე: - ”მეტეხის” ერთ-ერთი ბანი ვარ. პროფესიით კლარნეტისტი ვარ.


ნოდარ ხელაძე: - ვაკეთებ არანჟირებებს, ვმღერი ბარიტონს, ხანდახან ბანსაც. საგუნდო-სადირიჟორი მაქვს დამთავრებული.


რამაზ დაღუნდარიძე: - დავამთავრე მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია.


”ფერიის” შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?


ჯერ რადიოში ვიყავით სტუმრად, შემდეგ კი ტელევიზიაში, თუმცა მაშინ ფერიას უკვე მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა ინტერნეტ სივრცეში. ჩვენს სიმღერებს შორის ყველაზე მეტი ნახვა
”ფერიას” აქვს - 10 მილიონზე მეტი. რაც უფრო ცნობილები გავხდით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა. გვიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა ჩვენი ”ფასიც” გაიზარდა.


რამდენი სიმღერა გაქვთ მთლიანობაში, რა ჟანრში მუშაობთ დღეს?


ჩვენ თავიდანვე შევეცდეთ ყველასგან განსხვავებული სიმღერები გვქონოდა, ამიტომაც ავირჩიეთ ქალაქურისა და თანამედროვე მუსიკის შერწყმა. ჟანრის შეცვლა ძალიან ფაქიზი თემაა,
რადგან მსმენელი როგორც შეგიყვარებს, ის არ უნდა დაკარგო. მომავალში რეებს ჩავიდენთ, არ ვიცით. უკვე შვიდი სტუდიური ჩანაწერი გვაქვს, ვფიქრობთ ალბომზეც, ამ დრომდე არ გვქონდა საკმარისი რაოდენობის სიმღერა.


როგორია სამომავლო გეგმები?


გვინდა საზღვარგარეთ გასვლა, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტების გამართვა. თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვარ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...


ახალ სიმღერას ქვია ”რანინა” - ეს არის ქართულ ებრაული სიმღერა. არანჟირების ავტორია პაატა სილაგაძე. სიმღერისა და ტექსტის ავტორი კი მე ვარ.


ანს.მეტეხი - რანინა

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი 

You must have Flash Player installed in order to see this player.



ანს. მეტეხი - შენ გიგალობ. Live





ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge