”ძალიან მიყვარს ღვინო, ძალიან, ხანდახან მესიზმრება კიდეც”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” მამუკა ონაშვილი ესტუმრა. გადაცემის ერთი საათი ძალიან მხიარული გამოდგა. გირჩევთ, რომ ჩანაწერს მოუსმინოთ და თქვენც იხალისოთ, ამონარიდები კი შეგიძლიათ აქაც წაიკითხოთ.


ვცდილობ, როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ჩემი თავიც გავახალისო და გარშემომყოფებიც. მანამ, სანამ სხვა თემებზე გადავალთ, მინდა, მთელს საქართველოს მივუსამძიმრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.


მამუკა, ხშირად ხარ ხოლმე თამადა, რითია განთქმული ქართული სუფრა სასმელის მხრივ?


ძალიან ხშირად ხდება, რომ დილიდან ტელეფონი არ ჩერდება, ხდება ისე, რომ მხოლოდ სამეგობრო იკრიბება და მიდის კაცური პურის ჭამა. კაცურად არის პატარა ბილწსიტყვაობაც, მაგრამ, როგორც კი რომელიმე მეგობარი გადაწყვეტს მანდილოსანი შემოგვიერთდეს, აი მაშინ იწყება ლამაზი ურთიერთობა - ღვინო და ქალები. მე ვიტყოდი, ღვინო, დუდუკი, მეგობრები და ქალები.


ხშირად ამბობენ შავ ღვინოზე უარს...


ძალიან მიყვარს ღვინო, ძალიან, ხანდახან მესიზმრება კიდეც. უბრალოდ, სიმართლეს გეტყვი, ვსვამ, ვსვამ, ვსვამ... მაგრამ ბახუსში ვერ შევდივარ. ამიტომ მირჩევნია კარგი ვისკი მივირთვა, ან კარგი კონიაკი მივიღო. თუ მაგარი ღვინოა, იქ იწყება ”ლომების პარადი”.


მუსიკის როლი....


ათი კაცი თუ ვსხედვართ რვა მღერის, ოთხი უკრავს. ჯერ ბახუსმა უნდა ”გახსნას”, შემდეგ არის მეორე, მესამე საფეხური, როგორც კი მეოთხე საფეხურთან ”მიხვალ”, აღარ ელოდები და იწყებ სიმღერას.


მამუკა, ახალი სიმღერა მოგვიტანე...


ეს არ არის ახალი სიმღერა, მე და ზურა დოიჯაშვილი ვასრულებთ. არსად არ გაჟღერებულა ამ დრომდე. გამოშვებულია ალბომის სახით, ჩაიწერა ჩვენი ებრაელი ძმებისთვის. ალბომი ჩემს არქივში აღმოვაჩინე. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის.


მადლობა, რომ მოხვედი...


მადლობა ”არ დაიდარდოს”, შენ, გიორგის. მადლობა ჩემს მსმენელს, მიყვარხართ, გეფერებით, საქართველოში ვარ, ვმუშაობ და კიდევ ბევრი სიახლით გაგახარებთ.


გადაცემის აუდიოჩანაწერი 

You must have Flash Player installed in order to see this player.


ღვინო, დუდუკი, ქალები - ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა და პირველი სტუმარი მამუკა ონაშვილი





ღვინო, დუდუკი, ქალები - მამუკა ონაშვილი. Live




ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge