”ოჯახში სუფრა ქართველი ქალის წარბზე იშლება”

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”ღვინო დუდუკი, ქალები” კოტე მჟავია ესტუმრა.


რომელ სასმელს ანიჭებ უპირატესობას?


მართალია, ბოლო 6 წელიწადია ბახუსთან ვეღარ ვმეგობრობ, თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ ღვინო უკეთესია. მითუმეტეს, როდესაც ქართველებს ასე ძალიან გვიყვარს ხანგრძლივი ქეიფი და ურთიერთმოფერება. ვაზი და საქართველო ერთი მთლიანობა მგონია, ვერცერთი ვერ წარმომიდგენია ერთმანეთის გარეშე. ვაზს საოცარი ბახუსი აქვს, საოცარი მოფერება იცის, თუმცა შენც უნდა მოეფერო. ღრეობაში გადასვლა ქართველ კაცს არ უხდება. ისევე როგორც ცეკვის, სიმღერისა და პოეზიის გარეშე, იუმორისა და ენაკვიმატობის გარეშეც
ქართული სუფრა წრამოუდგენელია.


მუსიკის როლი სუფრასთან...


ქართული სუფრა წარმოუდგენელია თავისი კონტენტური შემადგენლობების გარეშე. თუ რომელიმე კომპონენტი აკლია, ეს ის სუფრა აღარ არის. სუფრასთან ქართულ სიმღერას მის აკადემიურობაში ძალიან დიდი როლი უჭირავს. როდესაც ქართული სუფრა აკადემიურად არის წარმოდგენილი, ყველა მზად არის შენთან იმეგობროს. დასაწყისისთვის, ”მრავალჟამიერი” აუცილებელია, ქართული სუფრა თავისთავად არის ლოცვა, ქართველ კაცს ორი სალოცავი აქვს, ერთი ეს არის ტაძარი და მეორე კიდევ ქართული სუფრა, სადაც ილოცება. ჩვენ ”მობრძანდის”
ქვეყანა ვართ, ქართველი კაცი არ არკვევს რისთვის არის მასთან ადამიანი მისული, ის ჯერ ”მობრძანდის” ეუბნება. ასეთი ქვეყანაში ქართული სიმღერა სუფრისთვის მალამოსავით არის.


ქალი სუფრას ალამაზებს....


არა მარტო სუფრას, არამედ ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს და თუკი კაცი რაიმეს ღირებულს ქმნის და შექმნილა, ყველაფერი ქალთან არის დაკავშირებული. სუფრასთან ქალბატონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაცებისთვის, რომლებსაც მასპინძლობა გვიყვარს და ყველაფერს სტუმრისთვის ვაკეთებთ, წელში გამართულ ”მობრძანდის” არაფერი სჯობს და წელში გამართული სწორედ კარგი ქალის გვერდით არის. ოჯახში სუფრა ქართველი ქალის წარბზე იშლება, ასეთ დროს სუფრა საოცარია. უფრო მეტად ვიწონებთ ხოლმე თავს, როდესაც ქალბატონია სუფრასთან.

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



კოტე მჟავია - ღვინოს დავლევ სალხინოს. Live




კოტე მჟავია. ანეკდოტი - "თამადა".




კოტე მჟავია. ანეკდოტი - "დიასახლისი".




ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge