გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ზურა დათიკაშვილი ესტუმრა

Ardaidardo.Ge


როგორ ხარ?


კარგად, შემართებით და ამაღლებული განწყობით. დღეს ჩვენთან ერთად ანსამბლ ”ალილოს” ორი წევრია - ნიკოლოზ გოგოლაძე და დავით ჭალიძე.


ბევრი ადამიანი ქართულ სუფრას აუგად მოიხსენიებს, ამ გადაცემით ვცდილობ სუფრა აკადემიურობას დავუბრუნოთ... ქართული სუფრა სასმელის გარეშე არაფერია...


ქართული სუფრა ეს არის განტვირთვის, აზრების გაზიარებისა და მომავალი იდეების განხორციელების გენიალური საშუალება. ქართულ სუფრასთან ოდითგანვე იკრიბებოდნენ ადამიანები, აღნიშნავდნენ ამა თუ იმ დღესასწაულს, აუცილებლად გაიცნობდნენ ერთმანეთს და დამეგობრდებოდნენ. თუმცა, სუფრას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თამადა, ვიცი რომ თქვენს გადაცემაში სტუმრად იყო კოტე მჟავია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს თაობაშია. თუ ადამიანი კეთილგანწყობილია ამ ცხოვრების მიმართ და იცის დოზირება, რა მნიშვნელობა აქვს რას დალევ. ალკოჰოლი ადამიანს უხსნის მუღამს და ეს საჭიროა. ცოტა ხნის წინ ანსამბლი ”ალილო” ვიყავით კახეთში ქისის დეგუსტაციაზე. ისეთი სითბო გვაჩუქა ქისმა, მინდა რომ აქაც გავიხსენო...


ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ კონცერტი გქონდათ...


დიახ, ანსამბლს გარკვეული პაუზა ჰქონდა, თქვენს ეთერშიც ვიყავით რამდენიმე თვის წინ და ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ვცდილობთ, არ შეფერხდეს შემოქმედებითი წინსვლა. რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩვენთან ერთად 70 მოზარდი იდგა, მე ჩავუდექი ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”ალილოს” სათავეში. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, უამრავი მადლობა მივიღეთ. 13 ივლისს ბელარუსში ”სლავიანსკი ბაზარზე” მივდივართ. ანსამბლი ”ალილო” გახსნის ცერემონიაზე გამოვა და ჯანსუღ კახიძის მრავალჟამიერს შევასრულებთ.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ზურა დათიკაშვილი & ანს. ალილო - ქვეყანა ჩალად არა ღირს. Live





ზურა დათიკაშვილი & ანს. ალილო - დრო სწრაფად გადის. Live





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge