”მე როგორც ვაკვირდები, ახალგაზრდები დალევით აღარ იკლავენ თავს, ჩემს დროს კი ბევრის დალევა კაცობას ნიშნავდა”

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ბესო კალანდაძე ესტუმრა.


როგორ ხართ?


ნოყიერად ვარ, თქვენთან სტუმრობისთვის კახეთიდან ჩამოვედი, მე ასე მჩვევია, თუ ადამიანს შევპირდები აუცილებლად უნდა შევასრულო დანაპირები.


ვიცი, რომ თქვენი ყმაწვილკაცობისას სუფრა უფრო აკადემიური იყო...


რასაც ღრეობა ქვია, ეს მეორე მსოფლიო ომმა მოიტანა. როდესაც საჭმელი არ იყო, სტუმარი რომ მოდიოდა, ცდილობდნენ დაეთროთ. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ზომიერად სვამდნენ, იყო
სიმღერა, ცეკვა, სხვა დონეზე იყო კულტურა, რადგან ღვინის ქვეყანა ვართ და ყველა ღვინის ქვეყანაში სუფრა სხვანაირად კულტურულია. მე როგორც ვაკვირდები, ახალგაზრდები დალევით აღარ იკლავენ თავს, ჩემს დროს კი ბევრის დალევა კაცობას ნიშნავდა. მე და ჩემს მეგობრებს ყოველთვის კარგი ღვინო გვიყვარდა.


სიმღერა და სუფრა...


დღეს საქართველოში რატომღაც ტრადიცია ჩამორჩენილობასთან ასოცირდება. ჩემი აზრით, გონებაშეზღუდულები სწორედ ისინი არიან, ვისაც ტრადიციები ჩამორჩენილობა ჰგონია. როგორც
ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.


ქალის ფუნქცია სუფრასთან მიმართებაში...


”კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო” - ცოტა უხეში შედარებაა, თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ღირსეულ ქალბატონს მამაკაცი ვერაფერს აკადრებს. თუ მამაკაცი ზრდილობასთან მწყრალად არ
არის, არ მგონია რაიმე აკადროს. ქალს სუფრასთან დიდი ფუნქცია აქვს - ყველა ცდილობს სიტყვები შეარჩიოს, კარგად მოიქცეს. ამას რომ თავი დავანებოთ, ქალი ხომ სილამაზეა სუფრასთან. ლამაზი ქალბატონის ცქერას რა სჯობს.


ბატონო ბესო, ახალი სიმღერა მოგვიტანეთ...


დიახ, სიმღერა ახალი ჩაწერილი არ არის, დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩაიწერა, თუმცა ამ დრომდე არსად გაჟღერებულა. გოჩა იაშაღაშვილია მისი ავტორი. სიმღერის სახელწოდება ”სიზმარი” გახლავთ.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge