გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ნოდარ სიმსივე ესტუმრა

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ნოდარ სიმსივე ესტუმრა.


მართალია წონაში დაიკელი, მთელი 29 კილო ”ჩამოფერთხე”, მაგრამ მაინც სვამ...


რაღაც დღეები მაქვს, როდესაც ვსვამ ხოლმე, თუმცა ზომიერად. ღვინო და ლუდი ცოტა ხანი ამოვიღე. 5-6 თვე აკრძალული მქონდა სასმელი, თუმცა ახლა ნელ-ნელა ვეპარები. ლუდის გარეშე არ შემიძლია. შენ იცი ჩემთვის ფეხბურთი რაც არის, მითუმეტეს ფეხბურთი და ლუდი ერთმანეთისგან განუყოფელია. მე მსიამოვნებს ქართული სუფრა. მე მიყვარს ქართული ქეიფი და არა ის, თამადას რომ ტექსტი აქვს დაწერილი, სიყალბე ყველგან მიუღებელია. მე მიყვარს ყველანაირი, ზომიერი და გემოვნებიანი გართობა. ჩემთვის ღრეობაა, როდესაც თამადა ყალბია და არაიმპროვიზირებულად მიყვება სუფრას. შეიძლება პირობითად 700 ლიტრი დავლიო, რომ არ დავთვრე, შეიძლება სამ ჭიქაში დავთვრე - გააჩნია გარემოს. მიყვარს საფერავი, არ გაპატიებს ბევრის დალევას.


მე და შენ ერთად ვთამაშობდით ”ჰეროკრატიაში”...


ქასთინგზე მივედი და წამოვედი, მეგონა ერთ-ერთი რიგითი სინჯი იყო. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ გოგა ხაინდრავას სურდა ჩემთან კონკრეტულ როლზე საუბარი. ”11 მეტრიანი დამირტყა ცხრიანში” და მითხრა შენ უნდა ითამაშო პრეზიდენტის როლიო.


ქალი სუფრასთან...


დასაოჯახებელი ვარ. როდესაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდება ადამიანი, მოვიპოვებ და ის ჩემი იქნება, უნდა გაუფრთხილდე. მას მთელი ცხოვრება სიყვარულში უნდა შევეჯიბრო. ან ვიქნები მარტო, ან სულ სიყვარულში შევეჯიბრები. მეუღლე მხოლოდ ფქვილიანი ხელებით მე არ მჭირდება.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ნოდარ სიმსივე - პანკესას სიმღერა. Live




ვიდეო კოლაჟი






ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge