”გოგოვ ნატვრა მათქმევინე” - ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული

 

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” აჩიკო ნიჟარაძე ესტუმრა.


ხშირია ხოლმე ქართულ სუფრაზე ღრეობა, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი გადაცემით ეს ფაქტი გამოვასწოროთ, შენ რას ფიქრობ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით?


იცი, მე ასეთ სუფრებზე არ მიწევს ხოლმე ყოფნა. გააჩნია, ვისთან ერთად დაჯდები სუფრაზე. ღრეობა და ჭიქების მტვრევა სადაც არის, ასეთი სუფრები არ მიყვარს. თუკი ადამიანი ასეთ მანერებს გამოავლენს, მასთან მეორედ რა თქმა უნდა აღარ ვიქეიფებ.


რომელი სასმელი გიყვარს?


პრიორიტეტს ღვინოს ვანიჭებ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონიაკს, ვისკის ვსვამ, თუმცა ამ სასმელს სხვა საზოგადოება და სიტუაცია უნდა.


ესტონეთში იყავი და გრან პრი მოიპოვე...


დაახლოებით 16 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ვერ ვიტყვი, რომ სუსტი მონაწილეები იყვნენ. ”ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო” - ეს იყო ქართული სიმღერა, კიდევ შევასრულე ფრანგულ და ინგლისურ ენოვანი სიმღერები.


ქალი სუფრას ალამაზებს... ნუცას როდის უმღერე პირველად?


ჩვენ ერთმანეთი რეპეტიციაზე გავიცანით, გოგი დოლიძის ფესტივალი ტარდებოდა  და შეგვარჩიეს დუეტისთვის მე და ნუცა. ეს სიმღერა, რომელიც იქ ვიმღერეთ, სწორედ ეს იყო ერთმანეთისთვის
ნამღერი პირველი სიმღერა. ჯანო კახიძის ”გოგოვ ნატვრა მათქმევინე” - ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული.


ახალი სიმღერით გვესტუმრე...


ლილიკო ნემსაძეა ავტორი და ის პირველად ეკა კვალიაშვილმა იმღერა. ”ჯეოსტარზე” რომ გამოვდიოდი, მაშინ ვთხოვე ეკასაც და ლილიკოსაც, რომ მემღერა. ტექსტი ირინა სანიკიძის არის, არანჟირება კი ნიკა მემანიშვილს ეკუთვნის. ვფიქრობ, ჩემი ვერსიაც კარგი გამოვიდა. ”მიყვარხარ” - ასე ჰქვია სიმღერას.



აჩიკო ნიჟარაძე - მიყვარხარ

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



აჩიკო ნიჟარაძე - აღორძინდი საქართველო. Live




აჩიკო ნიჟარაძე - სად მიხვალ პატარა. Live






აჩიკო ნიჟარაძე. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge