"გერმანელებმა დაასკვნეს, რომ ჩემი მუსიკა კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე"
Ardaidardo.Ge


გადაცემას "ღვინო, დუდუკი, ქალები"გოჩა და ლიკა იაშაღაშვილები ესტუმრნენ. მამა-შვილმა მსმენელს რამდენიმე ცოცხალი შესრულება შესთავაზა. საუბარი კი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

რამდნად ხშირად გიწევს სუფრაზე ყოფნა?

სუფრა ჩვენთვის მხოლოდ კვების ობიექტი არ არის, ეს არის ნათესაობა, ურთიერთობა, მეგობრობა - ყველაფერი. მე ძირითადად გერმანიაში ვარ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც გერმანიაში, გერმანულ ენაზე ქართულად მითამადია. თამადობასთან ერთად რა თქმა უნდა ვმღერი ხოლმე.



რა სასმელს ანიჭებ უპირატესობას?

ნაბეღლავს. უფრო სერიოულად კი კარგ ღვინოს, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც კარგია.



რა ხდება შენს შემოქმედებაში?

ნოემბერში, გერმანიაში ჩემი და ხვიჩა მაღლაკელიძის კონცერტებია დაგეგმილი. ოქტომბერში ჩემი კონცერტია გერმანიაში. დაგეგმილი მაქვს სხვადასვა ღონისძიებები, სადაც ჩემი შვილი, ლიკაც მონაწილეობს, მან უკვე კარგად დაამახსოვრა თავი გერმანულ და იტალიურ საზოგადოებას. გარდა ამისა, საინტერესო პროცესი იწყება ჩემს ცხოვრებაში - გერმანელებმა დაასკვნეს, რომ ჩემი მუსიკა კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. საუბარია ცოცხალ შესრულებაზე. მე რასაც ვწერ, ეს მსმენელმა ჯერ არ იცის. ეს არის კლასიკური მუსიკა, ქართული სულით, რომელიც მოერგო რელაქსაციას.



ქალი სუფრას ალამაზებს..

ქართველ მამაკაცებს ქალის კულტი გვაქვს და ეს არ სუსტდება არსად, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. თუ გინდა დარჩე ქართველად, უნდა შეინარჩუნო ეს. ჩემთვის ქალი არის ყველაფერი, ბავშვობიდან ქალი სუსტი წერილი იყო. მესამე კლასიდან სოლფეჯიოს ვსწავლობდი და დღემდე სუსტი ვარ, მასწავლებელი უმალამაზესი ქალი იყო და არაფერი არ მესმოდა რას ამბობდა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ქალი არის ყველაფრის დასაბამი.


გოჩა  და ლიკა იაღაშვილები - სადღაც შორს

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


გოჩა და ლიკა იაშაღაშვილები - ანგელოზად მოხვალ. Live





გოჩა და ლიკა იაშაღაშვილები - ოცნების ფრთებით. Live






გოჩა და ლიკა იაშაღაშვილები. გადაცემა "ღვინო, დუდუკი, ქალები"






ფოტოები


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge