„ყველაზე მეტ ღვინოს მე „ვიპარავდი“, რომ ცოტა ხანი მაინც გამეძლო ჩემი ბიჭებისთვის“
Ardaidardo.Ge

 


გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ალეკო მახარობლიშვილი ესტუმრა.


 

დროა ქართული სუფრა აკადემიურ ასპექტში დავაბრუნოთ...


დიახ, თუმცა ვფიქრობ, ის ორგიაც სანატრელი არ გაგვიხდეს, რადგან ან საერთოდ აღარ სვამენ, ან სვამენ ისეთ რაღაცას, რაც ქართულ სუფრას არ უხდება.


ძირითადად რას სვამთ ხოლმე?


ძალიან კარგი იქნებოდა, ინსტიტუტში რომ ჩავრჩენილიყავი, თუ კი რამ კარგი გვახსენდება, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. მაშინ სიმღერაც შემეძლო, კარგი მეგობრები მყავდა, სუფრა მალე ივსებოდა ხოლმე. მოდიოდა უფროსი ხალხი და გვთხოვდნენ, რაიმე გვესწავლებინა მათი შვილებისთვის. ღვინოს ცუდად ვსვამდი, პირველი მე ვთვრებოდი და სულ მენატრებოდა მთვრალი კაცის ნახვა. ყველაზე მეტ ღვინოს მე „ვიპარავდი“, რომ ცოტა ხანი მაინც გამეძლო ჩემი ბიჭებისთვის.


მუსიკა სუფრასთან...


გააჩნია სად და რა საზოგადოებაში ქეიფობ. გია ყანჩელი, ან მოცარტი ქართულ სუფრას არ უხდება, რესტორანს დოლ გარმონი და ტაში-ტუში უხდება. ქართული სუფრა მუსიკის გარეშე არარაობაა. თუკი თამადა კარგად მღერის, უმჯობესია არ შევუშალოთ ხელი, იმღეროს და გვამღეროს, იმას მირჩევნია, რომ არ გაცდიან სადღეგრძელოს თქმას.


ქალი სუფრასთან...


ქალი არის ყველაფერი, დასაწყისი დასასრული, შუაშიც ქალია, ომიც ქალის ბრალია და მშვიდობაც, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვეთაყვანოთ და ხელის გულზე ვატაროთ. თუკი მამაკაცს ამის ჭკუა არ ყოფნის, მაშინ თავის თავს დააბრალოს...




გადაცემის აუდიოჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.


ალეკო მახარობლიშვილი. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები"



 

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge