„უნდა გვქონდეს იმის თავი, რომ ჩვენი ფეხით ავდგეთ, სახლში წავიდეთ, სამოსი ჩამოწუწული არ გვქონდეს და სიტყვა არ გვერეოდეს“
Ardaidardo.Ge

 

 

გილოცავთ „თბილისობას“ მოგვიანებით, მწვადის ოხშივარიც ნელ-ნელა გადის, მე მიყვარს „თბილისობა“, მიუხედავად თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებისა. ცოტა ღრეობაში გადადის ხოლმე და ეს არ მომწონს.


ჩვენი გადაცემაც ამას ემსახურება, რომ სუფრა და ღრეობა ნელ-ნელა აკადემიურ ასპექტში დავაბრუნოთ...


უნდა გვქონდეს იმის თავი, რომ ჩვენი ფეხით ავდგეთ, სახლში წავიდეთ, სამოსი ჩამოწუწული არ გვქონდეს და სიტყვა არ გვერეოდეს. მაშინ, როდესაც ალკოჰოლთან მეგობრობა დავიწყე, მეც ასეთი ვიყავი, როდესაც არ ვიცოდი რამდენი მათრობდა... სხვათაშორის ხანდახან საღამოობითაც ცოტა ვისკის ვსვამ ხოლმე, მე და ჩემი ბურთაზა აივანზე ვსხედვართ ხოლმე, მოფერებით ღუტუ ქვია, შავი ლაბრადორია.


პოლონეთსა და ბელარუსში იყავი, როგორც ვიცი, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?


ცოტა დავიღალე, მაგრამ ეს კარგი დაღლა იყო. მინსკში ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართა, ძალიან მაგარი მსმენელი იყო, რომანსს რომ მღერი და 30 000 ადამიანი რომ ჩუმად არის, ეს საოცრებაა, ასეთი შემთხვევა არ მქონია, აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მე და მაია ბარათაშვილს გვქონდა სიმღერები მომზადებული. საოცრად უყვართ ქართველები პოლონეთშიც და ბელარუსშიც.


ალბომზე ვისაუბროთ...


ახალი მზადების პროცესშია. რაც შეეხება ძველ ალბომს, 2010 წელს ჩაიწერა, დიდი დრო გავიდა, თუმცა ამ ალბომს აქვს რესურსი, რომ კიდევ დიდხანს იყოს საინტერესო. ვცდილობ ხოლმე, ეს სიმღერები მსმენელს ჩემს ბენდთან ერთად განახლებულად შევთავაზო. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან, შეიძლება ვინმემ ამბიციურად ჩამითვალოს, მაგრამ მოყვარულებთან ვეღარ ვიმუშავებ, ბევრი კრიტერიუმია უკვე, უკან ნაბიჯს ვეღარ გადავდგამ.


სამომავლო გეგმები როგორია?


ახალ ალბომში ზაზა წურწუმიას სიმღერები იქნება ძირითადად, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ასევე, ძველი თბილისის პროექტზე ვმუშაობთ მე და მაკა ზამბახიძე. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროექტი იქნება საქართველოს ისტორიაში, რადგან სულ სხვანაირად დანახული კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. სცენაზე სულ ათი ადამიანი ვიქნებით.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...


სიმღერას „შინ დაბრუნება“ ერქვა. მანანა გურგენიძის ტექსტია და ზაზა წურწუმიას მუსიკაა. ორი წელია სიმღერა ჩაწერილია. ახლა კი „ქართული სითბო“ - დავარქვით და ემიგრანტებს ეძღვნება.



გიორგი სუხიტაშვილი - ქართული სითბო


You must have Flash Player installed in order to see this player.

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გიორგი სუხიტაშვილი. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები"






ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge