როდესაც ცოცხლად ვმღეროდი მოსულან და მიკროფონი ჩამოუწევიათ
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერლები ჯაბა მესტვირიშვილი და გოჩა ჭაბუკაიძე ესტუმრნენ, გადაცემის ფარგლებში მათი სოლო სიმღერების რადიო პრემიერა გაიმართა, სტუმრებმა პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერეს.

 

რამდენად ხართ მორგებული თემას, რასაც სუფრის წინსვლა ქვია?


გოჩა: - რესტორანში ხალხი იმისთვის მოდის, რომ კარგი დრო გაატაროს, გემრიელად მიირთვას და მოისმინოს კარგი, ხარისხიანი და ცოცხალი მუსიკა. ამ ტიპის მუსიკა ჩვენ თვითონ გვახალისებს, ეს არის ცოცხალი შემოქმედება, ცოცხალი ურთიერთობა როგორც სულიერად, ისე ხორციელად. მე, ჯაბას და მთელ ჩვენს კოლექტივს ძალიან გვიხარია ეს ფაქტი და ძალიან ბედნიერები ვართ.


თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ სუფრის წევრები თქვენი სიმღერის მოსმენის შემდეგ გიხმობენ თავიანთ მაგიდასთან, გთხოვენ ერთი ჭიქა ღვინოს მირთმევას?


ჯაბა: - კი არის ასეთი შემთხვევები, პატივს გცემენ, უყვარხარ და ჩვენც რა თქმა უნდა ყოველთვის გვიხარია ასეთ სტუმრებთან ურთიერთობა, მაგრამ დალევას რაც შეეხება მე არ ვსვამ საერთოდ, ჩემი დალევა არავის არ უნახავს.


ბატონო გოჩა, თქვენ ნამუშევრები უცხოენოვანია თუ ქართული?


გოჩა: - ჩემი რეპერტუარი ძირითადად უცხოენოვანია, სადაც ამჟამად ვმოღვაწეობ იქ არაჩვეულებრივი ბიჭები არიან რომლებიც ქართულ სიმღერებს უბადლოდ ასრულებენ.


რამდენად წინ წავიდა თქვენი ურთიერთობა ხალხთან, დამსწრე საზოგადოებასთან უკრაინული ნიჭიერის შემდეგ?


გოჩა: - ჩემთვის საოცარი ის იყო, რომ რა სიყვარული და პატივისცემაც მივიღე საქართველოში, როგორც ჟიურის ასევე ხალხის მხრიდან, ანალოგიურად განმეორდა უკრაინაში. ფინალშიც ვიყავი და გალა კონცერტზეც მივიღე მონაწილეობა, მეოთხე ნომრით მოვხვდი ფინალურ სამეულში.


ჯაბა, ჩვენ გათამამებულები ვართ შენი შემოქმედებით, ბოლო ნამუშევარი ”ფიქრები” ქალბატონებზეა არა?


ჩემი მეგობრის, მადონა ოქიაშვილის სიმღერაა, ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორია, ჩვენ ერთად ვსწავლობდით საესტრადო სასწავლებელში, წლების წინ ჩავწერეთ ნუკრი რუხაძის სტუდიაში.


რამდენად ხშირია თქვენს რეპერტუარში პლუს ფონოგრამები?


გოჩა: - მე პლუსი არ მიყვარს, ერთადერთი პრემიერის დროს, სტუდიაში ჩაწერილი ვერსიის წარდგენის დროს გამოვცადე პლუსზე სიმღერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისე გაჟღერებულიყო როგორც ჩაიწერა, მეორე გასვლიდან უკვე ცოცხლად ვმღეროდი ყოველთვის.


ჯაბა: - გააჩნია სიტუაციას, ხდება ხოლმე, როდესაც მიდიხარ კონცერტზე არ არის აპარატურა რომელიც ცოცხლად სიმღერის საშუალებას გაძლევს და რომ გაღერდეს ისე როგორც საჭიროა პლიუსზე სიმღერა გიწევს. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცოცხლად ვმღეროდი მოსულან და მიკროფონი ჩამოუწევიათ მართლა ვმღეროდი თუ არა აინტერესებდათ.


ბატონო გოჩა მოგვიყევით სიმღერაზე რომლის პრემიერაც დღეს შედგება?


გოჩა: - მუსიკა ჩემია, ტექსტის ავტორია ნანი გულბანი, არანჟირება და მასტერინგი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთხვის. ”აღსარება” ასე ქვია სიმღერას და თვითონ სათაურიც მიუთითებს, რომ ეს არის სულიდან ამოძახილი, აღსარება არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ სრულიად საქართველოში ღვთის წინაშე, ისე იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე, რომ დავჯექი თუ არა ინსტრუმენტთან, მელოდია თავისდაუნებურად წამოვიდა, დანარჩენი შეფასება მსმენელისთვის მიმინდია.


სამომავლო გეგემები როგორია?


გოჩა: - როგორც დღემდე არ ვიცოდი რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ასევეა მომავალშიც. თუ ინება განგებამ უცხოეთში წავალ და კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, ეს სურვილი მაქვს, რა იქნება ვნახოთ.

ჯაბა, შენ გვესაუბრე შენს ახალ სიმღერაზე, კახელებზეა როგორც ვიცი?


ჯაბა: - კი კახელებზეა და ძალიან ლამაზი სიმღერაა, კომპოზიტორმა ია მაისაიამ დამირეკა და შემომთავაზა ამ სიმღერის შესრულება, ერთობლივად ვიმღერეთ, თამარ შაიშმელაშვილის ტექსტზეა შექმნილი ეს კომპოზიცია, არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, მარიამ ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. ”შემოვევლე კახელებს” ასე ქვია სიმღერას -კახეთზე ვმღერი და კახელებს ვუმღერი, ვნახოთ კახელები როგორ აიტაცებენ ამ სიმღერას.




გოჩა ჭაბუკაიძე - აღსარება

You must have Flash Player installed in order to see this player.



ჯაბა მესტვირიშვილი - შემოვევლე კახელებს


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გოჩა ჭაბუკაიძე და ჯაბა მესტვირიშვილი -  ზამთარია. live




გოჩა ჭაბუკაიძე და ჯაბა მესტვირიშვილი . ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge