„ასე თავის გამოჩენით ორ-ორი და სამ-სამი შვილი გვყავს“
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ჯგუფი „არგო“ ესტუმრა. „არგოს“ წევრები არიან: გიგა ბუბუტეიშვილი, პაპუნა ბახტაძე, კახა კიზივაძე, გიგა კვირიკაძე, ირაკლი შენგელია და ვახო ძაგნიძე.

 

მადლობა, რომ ამხელა გზა გამოიარეთ და ვანიდან გვესტუმრეთ. ვიცი, რომ ევროპის რამდენიმე ქალაქში იყავით...

დიახ, სხვათაშორის სარფის გამშვებ პუნქტზე 20 ლიტრი არაყი გადავიტანეთ. ათენის ქართულ რესტორანში ქართულად ვიქეიფეთ, იყო არაჩვეულებრივი ქართული სუფრა, სიმღერა, ლექსები...როდესაც საქეიფოთ ვსხდებით ბიჭები, ყოველთვის გემრიელად ვასრულებთ. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვცდილობთ ზომიერება შევინარჩუნოთ. სანამ ზედმეტად ბახუსში შევალთ ხოლმე, ვცდილობთ მანამდე დავასრულოთ.

მუსიკის როლი სუფრასთან მიმართებაში...

მუსიკას ისეთივე დატვირთვა აქვს სუფრასთან, როგორც მეგობარს გამარჯობა რომ უნდა უთხრა. ამ ბოლო დროს ისეთ სუფრებსაც შეხვდები, ვერ გაიგებ ვერაფერს.

ქალი სუფრასთან...

ქალი როდესაც არის სუფრასთან, მაშინ არის სიმშვიდე, უფრო მოკრძალებულად არიან მამაკაცები, ვიდრე მაშინ, როდესაც სუფრასთან მხოლოდ მამაკაცები სხედან. უფრო მეტად ცდილობ თავი გამოიჩინო, სხვათაშორის ასე თავის გამოჩენით ორ-ორი და სამ-სამი შვილი გვყავს.



გადაცემის აუდიოჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.



არგო - live



არგო - live 2





არგო - live 3





ჯგ. არგო. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge