ისევ შენ - დათუნა მგელაძე სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ დათუნა მგელაძე ესტუმრა. მომღერალმა საგასტროლო ტურნესა და კარიერის დასაწყისზე საინტერესოდ ისაუბრა. დათუნა მგელაძემ მსმენელს ახალი სიმღერა - „ისევ შენ“ წარუდგინა, რომელიც ამიერიდან „არ დაიდარდოს“ ექსკლუზივია.

 

მოგვიყევი შენზე...

 

2009 წელს იყო „ჯეოსტარი“ და ეს იყო ყველაზე დიდი ნაბიჯები დიდ სცენაზე. ამ პროექტის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს აქ ვარ. ამის შემდეგ იყო „ახალი ხმა“ და სხვა კონკურსები. ვიყავი რუსეთშიც, იქ ძალიან დიდი ბაზარია, ძალიან დიდი კონკურენციაა, მე გამიმართლა, მართალია მესამე ტურიდან გამოვარდი, მაგრამ ეს იყო დიდი გამოცდილება. გამოვვარდი არა იმიტომ, რომ ცუდად ვიმღერე... ისე აღმოჩნდა, ისე განვითარდა ჩემი შემოქმედება, რომ სახლშჲი არ ვზივარ, მიწევს გასვლები, კონცერტები. მე მგონია, რომ ჩვენი სფერო ცოტა გამოფხიზლდა, ეს იმის ბრალია ჩემი აზრით, რომ ქართველებმა ქართული სიმღერის მოსმენა დაიწყეს.

 

რომელი იყო შენი პირველი სოლო სიმღერა?

 

ამ სიმღერას პირდაპირ ეთერში შევასრულებ დღეს, ლილიკო ნემსაძემ „ჯეოსტარის“ დასრულების შემდეგ მაჩუქა და თავის დროზე ასე ვთქვათ „დაუსრულებელი“ შეიყვარა მსმენელმა. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

სამი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, ერთ-ერთ მათგანზე მინდა ვიდეო რგოლის გადაღებაც. ზაფხულისთვის მინდა რომ მზად იყოს.

 

ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ...

 

ამ სიმღერაზე ვიდეორგოლიც მაქვს გადაღებული. თავიდან სულ სხვა ჟანრში იყო, არ იყო ცუდი, მაგრამ პაატა სილაგაძის შემოთავაზებით, ცოტა გავამარტივეთ. ჩავწერეთ ცოცხალი ინსტრუმენტები. არის ფრანგული შანსონი. იმედია, მსმენელს მოეწონება და შეიყვარებს. მუსიკის ავტორი მე თავად ვარ. ტექსტი კი მანანა გურგენიძესა და მარიამ ჩიხრაძეს ეკუთვნის, ასევე დიდი მადლობა მიშა ცინცაძეს, მან ტექსტში კორექტივები შეიტანა. „ისევ შენ“ - ასე ქვია სიმღერას.



დათუნა მგელაძე - ისევ შენ 

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



დათუნა მგელაძე - მე შენ მიყვარხარ. Live





დათუნა მგელაძე. "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი





დათუნა მგელაძე - ისევ შენ




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge