ჯემალ სეფიაშვილი სტუმრად არ დაიდარდოში
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ჯემალ სეფიაშვილი ესტუმრა. „გაზაფხული შემოსულა ლენ“ - ბატონმა ჯემალმა არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულა. გარდა ამისა, გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც თავად იყო რადიო წაყვანი.

 

თქვენ გქონდათ რადიო გადაცემა...

 

36 წლის განმავლობაში საქართველოს პირველ რადიოში ვმუშაობდი, მქონდა უამრავი გადაცემა. 18 წლის განმავლობაში, პარასკევობით, მიმყავდა გადაცემა “შეხვედრები მიკროფონთან”. იყო ბლოკი მათთვის, ვისაც ახლა შესვენება აქვს და ვხვდებოდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, ვსაუბრობდით მისი საქმიანობის შესახებ და გადაცემა ლამაზდებოდა ამ ადამიანისათვის საყვარელი სიმღერებით.

 

ვიცი, რომ ერთი-ორი კოლმეურნეობის თავჯდომარე დეპუტატადაც კი გაგიყვანიათ...

 

დიახ, მე ვაკეთებდი პორტრეტებს და როგორც ჩანს, იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ერთი მუშა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ერთი კი საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა.

 

იყო პერიოდები, როდესაც თქვენი შემოქმედება ცოტათი შევიწროებული იყო...

 

დიახ, მე სამჯერ აკრძალული ვარ. პირველად „სანთლების“ გამო ამკრძალეს. მითხრეს, რომ სანთლებზე სიმღერა არ შეიძლებოდა. მედიკომ აღადგინა ეს სიმღერა თავის კონცერტზე სხვათაშორის. შემდეგი აკრძალვა იმის გამო იყო, რომ მოზღვავდა ჩემი სიმღერები... თურმე კონსერვატორია არ დამიმთავრებია, ავდექი და ჩავაბარე და დავამთავრე კიდეც. მესამედ სააკაშვილის პერიოდში, მთელი 9 წლის განმავლობაში ამკრძალეს. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, რომლებიც ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა წამართვა. ამ დროს უნდა ვყოფილიყავი შემოქმედებითად ყველაზე აქტიური.

 

ტიტები 18 წლის შემდეგ...

 

დიახ, ტელეიმედი აკეთებდა გადაცემას. 18 წელი გავიდა მას შემდეგ რაც აჟღერდა “ერთმანეთს ვაჩუქოთ ტიტები” და განვაახლეთ კიდეც.

 

მე ვარ ძალიან ბედნიერი ბატონო ჯემალ დღეს, მე თქვენს მიერ დაწერილი სიმღერა შევასრულე... დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის…

 

ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე დავწერე სიმღერა და მას შენ ასრულებ, დიახ. აკომპონიმენტს კი ხვიჩა მაღლაკელიძე აკეთებს.

 

მალე თქვენი ალბომი გამოვა...

 

პირველ რიგში, ყველას ბედნიერი ახალ წელს ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის ვარ, მაქვს გეგმები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ. სულ მალე ვიწყებ მუშაობას მიუზიკლზე ვეფხისტყაოსანი. იცით, რომ პირველი სიმღერა შოთა რუსთაველის ლექსზე ჩემი შექმნილია. უახლესი გეგმა კი ის არის, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „სანო სტუდია“ უშვებს ალბომს „ლამაზი სიკვდილი“, რომელშიც ჩემი სიმღერებიც შედის რა თქმა უნდა ჯანსუღის ლექსებზე.

 

 

ჯემალ სეფიაშვილი - ასეთი სიყვარული

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.


ჯემალ სეფიაშვილი - გაზაფხული შემოსულა, ლენ. Live





ჯემალ სეფიაშვილი. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები'. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge