„მინდა ვისურვო, რომ დედამიწაზე, არცერთ მშვენიერს ცრემლი არ სდიოდეს მწუხარებისა“
Ardaidardo.Ge
„მინდა ვისურვო, რომ დედამიწაზე, არცერთ მშვენიერს ცრემლი არ სდიოდეს მწუხარებისა“

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ გიორგი გილიგაშვილი ესტუმრა. გიორგიმ რამდეიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულა. საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პოპულარულმა სახემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.


ჩვენი სტუმარია ძირფესივიანი ქართველი, ჩემი ძველი მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება, გიორგი გილიგაშვილი...

მშვიდობა ჩემო ლაშა, მშვიდობას გისურვებ შენც და შენს ლამაზ დედამიწასაც, რომელიც შენი ოჯახიდან იწყება, ძმაო.

საქართველოში საახალწლოდ ხშირად იშლება სუფრა, თუმცა, დაგვავიწყდა ქართული ტრადიციული სუფრის გემო...

მადლობა ყურადღებისთვის ჩემო ძმაო, დიდი სიყვარულით უნდა მოეკიდოს თითოეული ადამიანი თავის წესს, მითუმეტეს თუ ამბობს, რომ სურს წესიერი იყოს. ეს ყოველივე საკუთარ თავში არეულობას მეტ-ნაკლებად აღმოფხვრავს და უფრო მეტად მშვიდი იქნები. რაც შეეხება ინახს, ეს საოცარი სიტყვაა. როგორც ლოცვის ჟამს უფლის სადიდებლით იწყება ყოველი წირვა, ასევე უნდა დაიწყოს სუფრა.

შენ თქვი, რომ ორი გიორგია შენში...

ორზე მეტიც არის, იმდენი არიან ხოლმე... რომ უფალი მფარველობს. იმდენი გიორგია ვერ წარმოიდგენ. რამდენი მშვენიერიც არსებობს, იმდენი ჩემი მზერა არსებობს და ჩემში კიდევ, ჩემობა. ადამიანის ბუნებას ძალიან ბევრი ფერი შეიძლება ჰქონდეს. მე მამცნეს, რომ ღვთის ხატად და მსგავსად შემქმნეს, თავი მძლეთამძლე მეგონა. დიდება ქრისტეს, საკუთარ თავში ბევრი მეა, მაგრამ თუ სწორუპოვარი აზრი გაქვს, ზეცამდე აგიყვანს. შეიძლება ხშირად მარცხდები, მაგრამ იბრძვი... შენ რომ ინახზე დაჯდები და მარხვის ჟამს არ ეახლები, ან მარხვის ჟამს მშვენიერის მზერით დატკბები და არა ფიქრი მოგეძალება მასთან ერთად სარეცლის გაყოფისა. დედაშენი თუ უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე მთელი გალაქტიკა, ეს ნიშნავს, რომ მთელი გალაქტიკა გიყვარს. მინდა ვისურვო, რომ დედამიწაზე, არცერთ მშვენიერს ცრემლი არ სდიოდეს მწუხარებისა.

რატომ ხარ მარტო?

მზეს ველოდები.

სამომავლო გეგმები როგორია?

კაცი ფიქრობდა, ღმერთი მეოხებდა... კაცის ფიქრი თუ სიყვარულითა და სიკეთით არის ნასაზრდოები, ის ამბავი ისე გაცხადდება, როგორც ჭეშმარიტება. მაქვს ჩანაფიქრები, ეს არის სიყვარულით სიმღერა, შრომის პროცესში ვართ. გისურვებთ მშვიდობას და სიცოცხლეს, მრავალჟამიერ.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გიორგი გილიგაშვილი - ქალავ. Live




გიორგი გილიგაშვილი - ახალი წელია. Live




გიორგი გილიგაშვილი & ლაშა რამიშვილი - ისევ შენ. Live




გიორგი გილიგაშვილი. "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge