რუსთაველი პედაგოგების ანსამბლი - გროს ოქტეტი სტუმრად არ დაიდარდოში
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ გროს ოქტეტი ესტუმრა. მისი წევრები არიან: მანანა დგებუაძე-დურგლიშვილი, ლელა ზაალიშვილი, თეა თავშავაძე, ნათია ვარდანაძე, სოფო ქუთათელაძე, გურამ ლალიაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და ნათია მთიულიშვილი.


მოგვიყევით თქვენს შესახებ... როდის დაარსდა გროს ოქტეტი?

დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჯგუფი მეორე წელიწადია დაარსდა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქი, რუსთავი და გვინდა ჩვენს შესახებ ყველამ გაიგოს. გვინდა გავაგებინოთ ხალხს, რომ რუსთავშიც არიან პედაგოგები, რომლებიც მღერიან და შეუძლიათ თავისი ინტერპრეტაციით წარმოადგინონ სხვადასხვა სიმღერა. ჩვენ ყველანი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგები ვართ. თავიდან, როდესაც დავაპირეთ ანსამბლის შექმნა, მემალებოდნენ. ყველა სათითაოდ შემყავდა, შემდეგ თვითონაც მოეწოენათ. ანსამბლში სულ პროფესიონალები არიან, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს და ა.შ.

ვიცი, რომ რამდენიმე ფესტივალის ლაურეატები ხართ...


გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი თბილისში სადაც გროს ოქტეტმა პირველი ადგილი მიიღო, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანაში მიწვევა გვაქვს. მანამდე „ნიჭიერშიც“ ვმონაწილეობდით. ქალაქმა უკეთ გაგვიცნო და უფრო მეტად დაგვაფასეს.

ბიჭებო, რამდენად რთულია ამდენი ლამაზმანის გარემოცვაში ყოფნა?

გურამი: - რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. ეს ის შემთხვევაა სადაც სილამაზე და ნიჭი ერთად არის.

თორნიკე: - ზედმეტად მიწყობენ ქალბატონები ხელს, რომ განვითარდე, ამ სფეროში ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვარ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გვინდა სოლო კონცერტის გაკეთება, ასევე ვმუშაობთ ალბომზეც.

თქვენი ახალი ნამუშევარი გაჟღერდება ჩვენს ეთერში...

ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის, საფორტეპიანო ნაწარმოებია სახელწოდებით „საცეკვაო მოედანზე“. მანანა დგებუაძეს გაუჩნდა სურვილი, რომ სიმღერად გადაგვეკეთებინა. ჩვენ მერაბ მამულაშვილთან ვთანამშრომლობთ და მასთან ჩაიწერა ეს სიმღერა. ტექსტი ეკა შარიქაძეს ეკუთვნის. მისივე გადაწყვეტილებით, სიმღერას „მონატრება“ ქვია.






გროს ოქტეტი - მონატრება

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 




"გროს ოქტეტი" - რა ყოფილა გურია. Live





"გროს ოქტეტი" - იმპროვიზაცია. Live




"გროს ოქტეტი". გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge