ნუგზარ ჩხაიძემ „წესი“ დაარღვია - საკუთარი სიმღერა თავად შეასრულა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ რეჟისორი, მომღერალი და კომპოზიტორი ნუგზარ ჩხაიძე ესტუმრა. მაესტრომ თავის სიმღერებზე და ცოტა ხნის წინ გამართულ საღამოზე ისაუბრა. ასევე, მან მსმენელს სიურპრიზი გაუკეთა და პირდაპირ ეთერში თავისი რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა.



ბატონო ნუგზარ ქართველ ხალხს ძალიან უყვარს თქვენი სიმღერა..


ეს მართლაც ძალიან დიდი პატივია. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენი, ქართული მელოდიის, ჰანგის დამსახურებაა.


როგორ შეიქმნა თქვენი პირველი სიმღერა?


ეს ყველაფერი ჩემი პროფესის ნაწილია. მუსიკა და რეჟისურა ხომ ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები არიან. სავალდებულო არ არის ყველა რეჟისორმა მუსიკა დაწეროს, თუმცა მუსიკალური კი აუცილებლად უნდა იყოს. მე ჩემს მუშაობაში ხშირად მჭირდებოდა მელოდები და ამის კეთებაც ამიტომ დავიწყე.


და დაიწერა ისეთი ჰიტები როგორიც არის - „ვიყავით ერთად“, „როცა მოგწყინდება“, „რა სიმშვიდეა ქალბატონო“, „მე ისეთი კარგი ვარ“ და ა.შ.


დიახ და ამ სიმღერებს შესანიშნავი მომღერლები ასრულებენ.


ვიცი, რომ ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ საკუთარ სიმღერებს თავად ასრულებთ და ამას ძირითადად სხვა მომღერლებს ანდობთ ხოლმე, თუმცა ამ წესის დარღვევა უნდა გთხოვოთ...


არასდროს ამას არ ვაკეთებ, მართლაც შესანიშნავი მომღერლები მღერიან ამ სიმღერებს. მე არ ვთვლი საჭიროდ ჩემს გამოჩენას, მაგრამ ამ შემთხვევაში უარს ვერ გეტყვით.


მაესტრო, როგორ ახერხებთ ამდენს, თქვენს საქმეზე ხართ შეწირული...


მე არ ვარ პროფესიონალი კომპოზიტორი, ანუ არ ვარ ვალდებული სიმღერები ვწერო და ეს მაშინ ხდება როცა ამის განწყობა მაქვს. ყველაფერი თავისთავად ხდება და ეს ძალიან მეხმარება.


ბატონო ნუგზარ, მოწმე გავხდი იმ უდიდესი ზეიმის, რასაც ნუგზარ ჩხაიძის საღამო ქვია. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ერთადერთი ადამიანი ვინც ნერვიულობდა იყო ნუგზარ ჩხაიძე. რამდენი ხნის წინ დაიბადა ეს იდეა და რამდენი ხანი დასჭირდა მის განხორციელებას?


იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა რომ არა მეგობრების მხარდაჭერა ალბათ ვერასდროს განვახორციელებდი. როცა დაიწყო რეპეტიციები მაშინ უკვე სულ სხვა განწყობა დამეუფლა. იმდენი კარგი მომღერალი მყავდა, რომ ყველაფერი ახლებურად გაკეთდა. საოცარი სიყვარული და მეგობრობა ვიგრძენი. ბედნიერი ვარ, რომ საქმისადმი მათი ასეთი დამოკიდებულება ბოლომდე შევიგრძენი.


ბატონო ნუგზარ გვისურვეთ რამე ისეთი, რომ ხვალინდელი დღე უფრო ნათელი გვქონდეს...


ჩვენ ფანტასტიური ქვეყანა გვაქვს და შესანიშნავი მომავალი გვექნება. ჩემი სიმღერა - „ჩემი საქართველოც“ სწორედ ამ მომავალს ეხმიანება. მისი წერისას გავსებული სტადიონი, ჩვენი ფეხბურთელების ძველებური თამაში მედგა თვალწინ. დადგება დრო, როცა ჩვენები მთელ მსოფლიოს მოუგებენ და ეს სიმღერაც ასეა ჩაფიქრებული -გამარჯვებული ქართველები და მოღიღინე სტადიონი.






ნუგზარ ჩხაიძე, ირმა სოხაძე, ლაშა ღლონტი, კვარტეტი ალილო - ჩემი საქართველო

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.






ნუგზარ ჩხაიძე. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge