ზაზა მამალაძე - „მთელი ცხოვრება სიმღერებს მხოლოდ ცოცხლად ვასრულებ“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ზაზა მამალაძე ესტუმრა. მუსიკოსმა თავის შემოქმედებასა და შტატებში გამართულ კონცერტზე ისაუბრა. რადიო „არ დაიდაროს“ მსმენელს მან ასევე ახალი სიმღერაც მოუტანა და მისი შექმნის საინტერესო ისტორიაც გაიხსენა.

ანსამბლი „თბილისი“, ტრიო „თბილისი“ და ქალაქური სიმღერის ძალიან დიდი ისტორია, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. ამ ყველაფერში ხომ ძალიან დიდი ენერგიაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემოქმედება ქართული ხელოვნების ერთგულების შედეგია...


როდესაც ამ გზაზე დგები ეს თითქოს თავიდანვეა განსაზღვრული. როცა გაქვს ბედნიერება, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდე, ქართული გენი გქონდეს და ქართულ ფოლკლორს უერთგულო. მართალია, გვაქვს ბევრი პრობლემაც, მაგრამ არ მინდა დღეს პრობლემებზე ვისაუბრო. ქართული სიმღერის ერთგულებაა მთავარი.


ყველაფერი ტრადიციული თუ არატრადციული, ყველაზე უკეთ ბახუსში ვლინდება...


ბახუსში ვლინდება ყველაფერი რაც შენშია, ბახუსი გაძლევს იმის საშუალებას რომ იყო ის რაც რეალურად ხარ. იხსნება ყველა კომპლექსი და შენი რეალური სახე ვლინდება. ღვინის სმას თავისი კულტურა აქვს, ღვინომ არ უნდა დაგჯაბნოს, ღვინო უნდა გემსახუროს რომ კარგ ხასიათზე დადგე.


ემიგრანტებმა მიგიწვიეს ამერიკაში, სადაც ცოცხლად იმღერე. საინტერესოა, სულ რამდენი სიმღერა შეასრულე?


მეუხერხულება კიდეც იმაზე საუბარი, რომ ცოცხლად ვიმღერე. მთელი ცხოვრება სიმღერებს ცოცხლად ვასრულებ და გამონაკლისი არც ემიგრანტებისთვის გამართული კონცერტი იყო. სულ კი 37 კომპოზიცია შევასრულე.


ემიგრანტებს უკავშირდება სიმღერა - „უცხო ქალბატონო“, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს...


როდესაც შტატებში ვიყავი, ძალიან ბევრი საოცარი ადამიანი ვნახე. ეს არის შორეული საქართველო, ადამიანები რომლებიც ქართულად ცხოვრობენ, ქართულად აზროვნებენ. მე მივხვდი რომ გადაშენება არ გვიწერია, ეს ადამიანები დაკარგულები არ არიან. იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ქალბატონი, რომელიც მოხუცს უვლის, თუ ოჯახში დიასახლისობს და საქართველოში ოჯახს სწორედ ასე არჩენს. ჩემი ვიზიტის დროს ერთ-ერთი ასეთი ქლააბტონი ნანა მეფარიშვილი გავიცანი. ქალაბტონი ნანა სამსახურში იავნანას ღიღინებდა, როცა დიასახლისმა შეაწყვეტინა და უსაყვედურა რას მასმენინებო. მოგვიანებით ნანამ თავისი გულისტკივილი ლექსად მოყვა, მეორე ქალბატონმა ზაირა ჩოხელმა მას მელოდია მიუსადაგა და დღეს ამ სიმღერას მე ვასრულებ. „უცხო ქალაბტონო“ ყველა ემიგრანტს ეძღვნება.


ანსამბლი „თბილისი“, ტრიო „თბილისი“, საზღვარგარეთ გამართული 3 ათასი კონცერტი, საქართველოში შემდგარი 2 ათასზე მეტი კონცერტი. უკან უდიდესი ისტორია და „დუქანი“, ადგილი სადაც ზაზა მამალაძის მოსასმენად დადიან.


დიახ, ეს არის ყველაზე ქართული ადგილი, სადაც ჩემთან სტუმრად მოდიან. უსმენენ ქართულ სიმღერას მიირთმევენ ქართულ კერძებს და არაჩვეულებრივ დროს ატარებენ.


ზაზა, როგორც ვიცი, დღეს ახალი სიმღერით გვესტუმრე...


სიმღერა „ტირიფი“ ახალია ჩემთვის, თორემ მას ძალიან კარგი მომღერალი სულიკო კოროშინაძე ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან მღეროდა. ეს სიმღერა ჩემი ინტერპრეტაციით გავაცოცხლე და თქვენს მსმენელს დიდი სიამოვნებით შევუსრულებ.





ზაზა მამალაძე - ტირიფი

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




 

ზაზა მამალაძე - თამუნია. Live




ზაზა მამალაძე - უცხო ქალბატონო. Live




ზაზა მამალაძე - იები. Live




ზაზა მამალაძე. "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge