ტატო გოდერძიშვილი და ანსამბლი ხარება სტუმრად არ დაიდარდოში
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ანსამბლი „ხარება“ ესტუმრა. მათი ხელმძღვანელი ტატო გოდერძიშვილი გახლავთ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი შესთავაზეს, რომლის ავტორიც ნუგზარ ერგემლიძეა. ანსამბლმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულა.

 

მოგვიყევი ტატო ანსამბლზე…

 

2012 წლიდან არსებობს ანსამბლი „ხარება“, დღემდე ვცდილობთ, მსმენელს ახალი სიმღერები შევთავაზოთ. ამ ბოლო დროს, საესტრადო ჟანრშიც მოვსინჯეთ ძალები და ვფიქრობ, კარგად გამოგვდის.

 

რომელი სასმელი უფრო მეტად მოგწონთ?

 

კახელი კაცი ღვინის გარეშე არ შეიძლება და არც ღვინო კახელი კაცის გარეშე. ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი წევრი სხვათაშორის, ორი ჭიქით ერთდროულად სვამს. ლოყებია საჭირო ისეთი, რომ არ გააპაროს. განსაკუთრებული ნომერია, ყველას არ გამოსდის.

 

თუ გინახავთ, რომ ღვინომ დალიოს კაცი?

 

ჯერ ჩვენს თაობაში ვახერხებთ, რომ ღვინო ჩვენ დავლიოთ, თუმცა, ალბათ ეს დროც დადგება. ბევრი ჩვენთაგანი მინახავს ჩამოხეული აფიშასავით.

 

კახურ სუფრასთან ჰანგიც ჭეშმარიტი უნდა იყოს…

 

ნამდვილად. თუმცა ყოფილა „არეულობაც“ სუფრასთან.

 

ახალი სიმღერით გვესტუმრეთ….

 

ნუგზარ ერგემლიძეა ავტორი. დიდი მადლობა მას ამისთვის. დაახლოებით 3-4 თვის წინ ჩაიწერა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაიწერა. მე და ანსამბლი „ხარება“ ერთად ვასრულებთ ამ სიმღერას.





ანს. ხარება - ჯარის ჰიმნი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ანს. ხარება - კახური მრავალჟამიერი. Live




ანს. ხარება - შენ ბიჭო ანაგურელო. Live




ანს. ხარება - Live




ანს. ხარება. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge