გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ვასიკო გრიგალაშვილი ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ვასიკო გრიგალაშვილი, იგივე ვასასი კოტე გელაშვილთან ერთად ესტუმრა. ვასასიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმე ლექსი წაიკითხა, ერთ-ერთი მათგანი კი „არ დაიდარდოსა“ და გადაცემას მიუძღვნა. სტუმარმა პირდაპირ ეთერში ცოცხლადაც იმღერა.

 

რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო?

 

ჯერ სურამიდან თბილისში ჩამოვედი, შემდეგ თბილისიდან თელავში გადავედი, ასე ვმოგზაურობ.

 

ვასკა, როდიდან დაიწყო შენი იუმორის აღმასვლა?

 

ბავშვობიდან, ის, რომ იუმორის ნიჭი მაქვს, მამისა და ბაბუის დამსახურებაა.

 

სუფრასთან ყოფნა კარგია, თუკი სასმელი გვარგია…

 

აქამდე უფრო „არყისტი“ ვიყავი, კახეთში რომ გადავედი, მივხვდი, რომ კახური ღვინო მყვარებია.

 

ღვინის დალევა ჩასხმამდე…

 

შესაძლებლობა გაქვს და ალბათ ამიტომ ვისხამთ. ვფიქრობ, ღვინოს სხვა კულტურა აქვს. მართალია კაპოტზეც დამილევია, მაგრამ ღვინოს სხვანაირად უნდა სცე პატივი და ისიც სხვანაირად გცემს პატივს. ღვინის დალევას მოფერება და ტრფიალი უნდა.

 

ქალი სუფრას ალამაზებს…

 

მადლობა ღმერთს, რომ ქალი შექმნა, მე მის გარეშე სუნთქვაც არ მინდა. გაუმარჯოს ქართველ მანდილოსნებს.

 

სუფრას ხალისი მაშინ აქვს, თუ მომღერალი ქარგავს ჰანგს…

 

მეხუთე ჭიქიდან უკვე თავს ვკარგავ და ხანდახან ვღერი ხოლმე. კახეთში ყველა მღერის და ვერიდები, რომ არ ვიმღერო. სიმღერას ვაფასებ და ვეტრფი.

 

კოტე, ვიცი რომ შენ ძალიან კარგი თამადა ხარ, რამდენ ლიტრზე ადიხარ?

 

კოტე: – ჩემი თამადობა ჩემი სუფრის წევრებისთვის მიმინდვია. ტრადიციულ ქართულ მარანში დაყენებული ღვინო ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულია. ქვევრის ღვინო უნიკალურია. რაც შეეხება რაოდენობას, ეგ საქეიფოდ დავტოვოთ.

 



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ვასასი & კოტე გელაშვილი - შენმა სურვილმა დამლია. Live




ვასასი - ქალი. პოეზია არ დაიდარდოში





ვასასი - ნუ იბოღმებით. პოეზია არ დაიდარდოში




"ვასასი" სტუმრად გადაცემაში "ღვინო დუდუკი ქალები"




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge