გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ანსამბლი „მუხამბაზი“ ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ანსამბლი „მუხამბაზი“ ესტუმრა. მისი წევრები არიან: მერაბ ვარდოსანიძე, თაზო ჯანაშვილი, მიშიკო მარკოზია და სერგო აბაზაძე. კვარტეტმა პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა, ასევე შედგა რამდენიმე სიმღერის პრემიერაც.

 

ზოგიერთ სიტუაციაში ღვინო გვლევს ხოლმე…

 

როგორც ჩვენი საქმიანობა და ცხოვრების წესი, სუფრა ყოველთვის კავშირშია. ხანდახან თითქოს დაიღლები, მაგრამ მეორე დღეს ისევ გენატრება. მთავარია ყველაფერი დოზირებულად.

 

მოგვიყევით, როგორ შეიკრიბეთ…

 

სანამ კვარტეტი ჩამოყალიბდებოდა, მანამდე ანსამბლი „მუხამბაზი“ იყო. ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი, წევრი და მეგობარი იყო ზვიად ბერიაშვილი. რვანი ვიყავით, ზვიადის გარდაცვალების შემდეგ, თანდათან დავიშალეთ. დავრჩით ისინი, ვინც მხოლოდ სიმღერით ვცხოვრობთ.

 

რამდენიმე ახალი სიმღერა მოგვიტანეთ, ერთ-ერთი მათგანი კომპოზიტორ ნანა დაუშვილს ეკუთვნის…

 

ამ სიმღერას ნუგზარ აფხაიძე მღეროდა, არანჟირებული ვერსია არ არსებობდა. მხოლოდ როიალის თანხლებით იყო ტრიო „თბილისის“ ვერსია. შემდეგ ცოცხალი ინსტრუმენტები დავადეთ, ზურა მახნიაშვილი უკრავს საქსაფონს, არანჟირება ირაკლი მენთეშაშვილს ეკუთვნის. მარიკა ქაცარავასთან ჩაიწერა და დიდი მადლობა ამ ადამიანებს. ლექსი ზურა გოშაძემ დაწერა. საუბარია სიმღერაზე – „სიმღერებით შემოვივლი თბილისს“.

 

„კანარის ჩიტი“, ძალიან ხშირად ვმღერი ამ სიმღერას ისე მომწონს, ვისი იდეა იყო, რომ ასეთი ვერსია ჩაგეწერა?

 

მამუკა ჩარკვიანის სიმღერები ისეთია, თითქოს მხოლოდ მან უნდა იმღეროს, იმდენად რთულია. მამუკას კონცერტი იმართებოდა ფილარმონიაში და მაშინ მომღერლებს არჩევდნენ. მე, თაზო და აჩიკო ნიჟარაძე მამუკას მეჯვარეები ვართ და ერთ დღეს, მასთან ყოფნისას, ეს სიმღერა შევარჩიეთ. ბევრი ვიწვალეთ ჩაწერისას, თითქოს ვერ ვირგებდი. არანჟირება ირაკლი მენთეშაშვილს ეკუთვნის.

 

„მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ – ამ სიმღერაზე რას გვეტყვი?

 

გოგის ნამღერის შემდეგ ძალიან საფიქრალი იყო მისი ჩაწერა. ნუნუ დუღაშვილია ავტორი, ტექსტი კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის. არანჟირება ეკა ამაშუკელმა გააკეთა. სიფრთხილითა და მოკრძალებით მიუდგა ამ საქმეს და ვფიქრობ კარგი გამოვიდა. თავად ავტორს ძალიან მოეწონა.





კვარტეტი მუხამბაზი - სიმღერებით შემოვივლი თბილისს

You must have Flash Player installed in order to see this player.



მერაბ ვარდოსანიძე - მე თბილისის მოტრფიალე ვარ

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





კვარტეტი "მუხამბაზი" - დრო სწრაფად გადის. Live





კვარტეტი "მუხამბაზი". გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები"




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge