„ღვინომ შენზე არ უნდა იკაიფოს და სხვაც არ უნდა შეაწუხო“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ზურა დოიჯაშვილი ესტუმრა. მომღერალმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე სიმღერა შეასრულა. გადაცემის ბოლოს კი სიმღერის პრემიერა შედგა, რომლის მუსიკაც ბორიკო შხიანმა დაწერა, ლექსი კი გალაქტიონს ეკუთვნის.

 

ზურა, როგორ ხარ?

 

კარგად ვარ და მინდა რომ ყველა კარგად იყოს.

 

მახსოვს ფრაზა, „თბილისი იყო ურთიერთობა“…

 

ძირითადად ოჯახებში ვხვდებოდით ერთმანეთს, რესტორნებში არ დავდიოდით. მიყვარდა, როდესაც სოლოლაკში ქუჩაში გავივლიდი, გამები ისმოდა ხოლმე… გულს უხაროდა. სხვანაირი, წყნარი ცხოვრება იყო. მართლა ურთიერთობა იყო, რესტორნებში კაცები უფრო ხშირად დადიოდნენ. ეხლა უკუღმაა, ქალები დადიან…

 

ბახუსმა არ უნდა დაგლიოს…

 

კაიფია, რომ დალევ. მაგრამ ღვინომ შენზე არ უნდა იკაიფოს და სხვაც არ უნდა შეაწუხო. ვფიქრობ, ვახერხებდით და ვახერხებთ ეხლაც.

 

სუფრა და სიმღერა…

 

არცერთი სუფრა არაფერია სიმღერის გარეშე. ცოტას რომ დალევ, სიმღერა გინდება. ალბათ, ჩვენი წინაპრები იმიტომაც არ თვრებოდნენ. დალევდნენ, ხმებში მღეროდნენ, ცეკვავდნენ და არ ეკიდებოდათ სასმელი.

 

ქალი სუფრასთან…

 

ქალი ყველგან უნდა იყოს. ვინ გვასწავლის, როგორ უნდა მოვექცეთ ქალბატონებს, ჩვენ თავად, მამაკაცები დედისგან ვართ შობილები, ამიტომ ყველაფერი ქალისგან იწყება და გაუმარჯოს ყველა ქალბატონს.

 

პრემიერით გვესტუმრე…

 

ბორიკო შხიანია მუსიკის ავტორი, ლექსი კი გალაქტიონს ეკუთვნის. „მიყვარს ყველაფერი ძველი“ – ასე ქვია. ნუკრი რუხაძესთან ჩაიწერა, სამწუხაროდ გარდაიცვალა ეს ადამიანი და მინდა, რომ დღეს მას მივუძღვნა ეს სიმღერა.





ზურა დოიჯაშვილი - მიყვარს ყველაფერი ძველი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ზურა დოიჯაშვილი - მენატრება თბილისი. Live





ზურა დოიჯაშვილი - სად. Live




ზურა დოიჯაშვილი. "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge