”სასმელმა კი არა, სიყვარულმა უნდა დაგვათროს”
Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მომღერალი გიორგი წერეთელი ესტუმრა. მან პირდაპირ ეთერში საკუთარი ლექსი წაიკითხა, წამყვანთან ერთად ცოცხლად იმღერა და ახალი სიმღერის პრემიერაც გამართა.

 

როგორ ხარ გიორგი?

 

კამაც-კამაც, როგორც ძირძველი ქართველები ამბობდნენ.

 

სასმელთან კარგი დამოკიდებულება გაქვს…

 

დამოკიდებულება სასმელთან მაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური, ჩემთვის უკვე არა რაოდენობა, არამედ სასმელის ხარისხია მნიშვნელოვანი. ჩვენს სუფრაზე, სასმელი ჩვენი მეგობარია. ღვინო და სადღეგრძელო ჩემთვის ცოტა სხვა რამეა, სანამ ქართველი კაცი აიღებს ჭიქას და გულით დაილოცება, როგორც ეკლესიაში, მანამდე ყველაფერი კარგად იქნება. სასმელმა კი არა სიყვარულმა უნდა დაგვათროს.

 

ყოფილა შემთხვევა ბახუსნარევი სიმღერა დაგიწერია…

 

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ, ეს სტიმულია, ქართულ სუფრას, ქეიფს, პოზიტივის მეტი არაფერი მოაქვს. ჩვენ სუფრასთან ძირითადად მეგობრები ვიკრიბებით და აქვე მოვიკითხავ ძმა ბიჭებს.

 

ქალზე ვსაუბრობთ და მოგვიყევი თქვენს ახალ სიმღერაზე „სახლში წაგიყვან“…

 

ერთხელ სამსახურში ვზივარ დაღლილი, ბევრი საქმე მაქვს, ლოლა შემოვიდა გეხვეწები რამე ახალი სიმღერა დამიწერე მომენატრაო, მისამღერი მაინც დაწერე და მერე წავიდეთ სახლშიო, არა არ მცალია შენ წადი და მერე მეც მოვალთქო. ლოლა გავიდა, მე ჩამრჩა ეს სიტყვები, ავიღე კალამი და ფურცელი და დავიწყე ღიღინი „სახლში წაგიყვან“… ლოლამ კარებთან მოკრა ყური რომ ვღირინებ, დადგა კარებთან – გიორგისთან არავინ შეხვიდეთ დაკავებულიაო, რომ გამოვედი სიმღერა უკვე გამზადებული იყო და ლოლას ვუთხარი აჰა წადი იმღერე ახლათქო. მიხარია, რომ მოწონება დაიმსახურა ამ სიმღერამ.

 

ჩვენს ქალბატონებს მე ასე აღვწერდი, მაღლა ცაში მოფრინავდა არწივი, ეჭირა ყველაზე დიდი ბრილიანტი, მოყვა ტურბულენტურ ზონაში, გაუვარდა ბრილიანტი, კავკასიონის მთაზე რომ დაეცა დაიმსხვა მილიონ ნაწილად და ყველაზე ლამაზი ნაწილაკები ჩვენს ოჯახებში და ჩვენს ცხოვრებაში შემოვარდნენ. ჩვენს ბრილიანტებს გაუმარჯოს.

 

ახალი სიმღერა მოგვიტანე, მოგვიყევი როგორ მოახერხე დილიდან ამ დრომდე მოგესწრო ახალი სიმღერის მომზადება…

 

მე ვფიქრობ ეს უფრო პასუხისმგებლობის ბრალია, გუშინ რომ დამირეკე შეგპირდი ახალ სიმღერას, აღმოჩნდა რომ პლუსი არ იყო ჩაწერილი, ”არ დაიდარდო” ჩემი ოჯახია და რომ აღმოვაჩინე პლუსი არ მქონდა, ოჯახში ისე მოსვლა არ გამოვიდოდა. გამახსენდა, რომ სხვა სიმღერის მუსიკა მე და დავიდოვს დაწერილი გვქონდა, ტექსტი არ იყო მზად, მაგრამ ვიფიქრე ეს სიმღერა მაინც დასაწერი მაქვს, დავწერ, ჩავწერ და ასე სიურპრიზად ,ცხელ – ცხელს მივუტანთქო. დავურეკე ჩვენს ძმას, გიორგი დათიაშვილს, 4 საათამდე უნდა მოვასწროთო, სანამ მუსიკა ჩამოვაყალიბეთ მე და დავიდოვმა უკვე 3 საათი გახდა, გზაში რომ ვიყავი სტუდიამდე, დავურეკე გიორგის – ისე ვიმღერებ დაბალანსება არ დასჭირდება, ოღონდ ჩავწეროთთქო. ამ სიმღერის სტროფი და მისამღერი გზაში დავწერე, მეორე სტროფი არ მქონდა, გიოს ვუთხარი გაუშვი ფონოგრამათქო და ვიმღერე, გულიდან რაც ამოვიდა და რითმაში ჩაჯდა ის ვიმღერე.

 

მუსიკა და ტექსტი-გიორგი წერეთელი, არანჟირება-დავით დავიდოვი, ჩაიწერა „ფორტუნა რექორდსში”

 

გიორგი, მადლობა რომ გვესტუმრე და ასეთი ფოიერვერკი მოაწყვე ჩვენთვის…





გიორგი წერეთელი - შეყვარებული დავეხეტები

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩნაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





გიორგი წერეთელი - ქალი. Live




გიორგი წერეთელი - პოპური. Live




გიორგი წერეთელი. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge