ლელა წურწუმიას შემოქმედებითი სიახლეები და მზადება სოლოკონცერტისთვის
Ardaidardo.Ge
ყველაზე უდარდელი გადაცემა, ყველაზე უდარდელი რადიოს ეთერს დაუბრუნდა. ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ახალი სეზონის პირველი გადაცემის სტუმრები ვარსკვლავური წყვილი, ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი(მამულიჩა) იყვნენ.

მადლობა, უამრავი საქმის მიუხედავად, სტუმრობისთვის, როგორ ჩაიარა დღევანდელმა ჩაწერამ?


ლელა:


ჩაწერამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩავწერე რუსა მორჩილაძის სიმღერა „იასამანი“, ანზორ სალუქვაძის ლექსზე, რომელიც 1994 წელს დაწერა რუსამ, მაშინ შევასრულე, შემდეგ კი არ ვიცი, რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება ახალგაზრდაც ვიყავი ამ სიმღერის შესასრულებლად გაჩერდა ეს სიმღერა, ახლა კი ისევ მოვიდა ამ სიმღერის დრო. წელს, „თბილისობის” უმაგრეს კონცერტზე, რომლის რეჟისორიც დათო დოიაშვილია და რუსა მორჩილაძის სიმღერები აჟღერდება, მე „იასამანს” შევასრულებ. ახალგაზრდა თაობამ ეს სიმღერა არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეიყვარებენ, რადგან ულამაზესი სიმღერაა და რუსიკოს შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია.


მამულიჩა:


ჩაგერთვებით, მინდა მოკლედ გითხრათ ლელას განრიგის შესახებ, რომ თაყვანისმცემლებმა იცოდნენ სად შეძლებენ მის მოსმენას:

6 ოქტომბერს, „თბილისობას“ კლუბ ”დორსში” ჯგუფ ”ნონ სტოპ”-თან ერთად გავმართავთ სოლო კონცერტს.

13 ოქტომბერს, „მცხეთობას“ შევხვდებით კლუბ 10/11-ში.

19 ოქტომბერს, „ფაზისობაზე“ ფოთში მოვეფერებით ჩვენს საყვარელ მსმენელებს, ”ნონ სტოპ”-თან ერთად.

ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი კი 23 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, „გუფი ლენდთან“ ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ : სტეფანე, ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე, ზუკა ხუციშვილი და ჩვენი საყვარელი ბექ ვოკალის მომღერლები.


ლელა :

23 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ჩემი სოლოკონცერტი, ზუსტად იგივე რეპერტუარით, რაც „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში” იყო 20 მაისს, ორკესტრისა და ცოცხალ ბენდის თანხლებით.


მოგვიყევი ახალ სიმღერაზე, რომელიც მას შემდეგ რაც გაჟღერდა მუდმივად მოთხოვნადია...


ლილიკო ნემსაძის სიმღერაა, ირინა სანიკიძის ლექსზე, „ძალიან შორს“ ასე ქვია, პირველად 20 მაისს გაჟღერდა ჩემს სოლოკონცერტზე. აქვე აღვნიშნავ, რომ 7 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის ეთერში 20 მაისის სოლოკონცერტი გავა ეთერში.


დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ...



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ლელა წურწუმია. გადაცემა "ღვინო დუდკი ქალები". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge