აჩი მეფარიძე ჰიტების საინტერესო ისტორიით და სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”
Ardaidardo.Ge
გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმარი ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავი, მომღერალი აჩიკო მეფარიძე იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ , „არ დაიდარდოს” ეთერში მისი ახალი სიმღერის „მიდიან და მოდიან“ პრემიერა გაიმართა.

აჩიკო, მოგესალმები, როგორ ხარ?


მივესალმები თქვენს გადაცემას, თქვენს რადიოს, თვითონ სახელი აქვს ისეთი „არ დაიდარდო“, რომ პოზიტივი თავისით, მდინარესავით მოაქვს.


როგორ გახდით ვარსკვლავი და რა არის ამისთვის მთავარი?


ყველაზე მთავარია ის , რომ ძალიან გიყვარდეს მუსიკა, გიყვარდეს სიმღერა და იყო მზად იმისთვის , რომ როგორი მუსიკაც გიყვარს, მოგწონს, ის შექმნა, შეფუთო და მიაწოდო მსმენელს. რა თქმა უნდა ხარისხიანიც, ამაზე არც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ უხარისხო ჩვენ არავის არაფერი არ გვიყვარს და ხარისხიანს მსმენელი ყოველთვის გრძნობს და აღიქვამს ისე, როგორც პროფესიონალი.


„მითხარი“ რუსა მორჩილაძის შემოქმედებიდან, შენი პირველი მეგა ჰიტი, რომელსაც მოყვა არაჩვეულებრივი კლიპი, როგორ იქმნებოდა ეს სიმღერა?


ეს იყო სრულიად შემთხვევით, მე წამოვედი ჯანდაცვის სამინისტროდან, გადავწყვიტე ჩემი კერძო ბიზნესი მქონოდა, როდესაც უკვე ბიზნესი ავაწყვე, გადავწყვიტე ქართულ ენაზე სიმღერა ჩამეწერა, რომელიც იქნებოდა ახალი პროდუქტი ქართველი მსმენელისთვის. რუსა ბახტაძეს ვუთხარი, რომ მინდოდა არა გადამღერებული ძველი , არამედ რაიმე ახალი გამეკეთებინა, მან მითხრა რომ ჰყავს დაქალი და წავედით რუსასთან, 1998 წელი იყო. რუსას ვთხოვე მელოდიური, ახალი, საინტერესო, გულში ჩამწვდომი სიმღერა. ზუსტად ორ დღეში მქონდა ეს სიმღერა უკვე გამზადებული, ზუსტად ისეთი როგორიც თქვენ მოისმინეთ. იმ დროისათვის რევოლუციური იყო.


აჩიკო , ოჯახში გყავთ ვინმე მუსიკოსი?


მუსიკოსი არა, მაგრამ ბებიები, დედაჩემი, ჩემი ძმა ყველა სმენიანია და ყველა მღერის, აი ერთადერთი მამაჩემს არ ჰქონდა სმენა.


„სიზმარი ახდება“ ნინი ქარსელაძესთან დუეტი, უფროს უმცროსი თაობის შერწყმა გამოვიდა, ეს სიმღერაც რუსას შემოქმედებიდან არის...


ნინი ძალიან პატარა იყო მაშინ, კარგად მღეროდა, ერთობლივად გადავწყვიტეთ, ხათუნასაც ძალიან უნდოდა რუსასაც და ძალიან საინტერესო კლიპი გადავიღეთ კოჯრის ტყეში, მაშინ ლილიპუტების კოლექტივი იყო თბილისის ცირკში გასტროლებზე და ისინი მივიწვიეთ, საოცარი, ჯადოსნური გარემო შეიქმნა, გვიანი შემოდგომა იყო, კოცონი, შუქი ანათებს, ეს პატარა ადამიანები დარბიან ამ კოცონის გარშემო, ზღაპრულ იერს ქმნიდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო იყო გადაღების პროცესი.

 

27 სექტემბერს ჩატარებული კონცერტი, „90-იანელების“ სახელწოდებით, გაგვიზიარე შენი ემოციები...


მინდა ვთქვა , რომ საოცარი კონცერტი იყო, მადლობა თითოეულ მოსულ სტუმარს, ეს იყო მუსიკის ზეიმი, 13 ათასი ადამიანი იყო და ერთი ინციდენტიც არ მომხდარა, სიყვარულის ზეიმი იყო. მადლობა „ალიბი არენას” ორგანიზებისთვის. გაოცებული ვარ დღესაც, ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდნენ, ეს იყო საოცრება.

 

დღეს ჩვენთან სიმღერის პრემიერით ხარ მოსული, ეს სიმღერა თბილისობაზე შეასრულე მიუზიკლში, ბედნიერი ვარ რომ შენთან ერთად ვიდექი სცენაზე მადლობა ამისათვის დოის...


მე შენ გეტყვი მადლობას, საოცარი ნიჭი აღმოვაჩინე შენში, მსახიობური, სიმღერის, სმენის, თავისუფლების, იუმორის, აი ზღვა იუმორი მოდიოდა სცენიდან.


სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის და ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, ახალი ინტერპრეტაციით შენ ჩაწერე და გამოვიდა მეგა ჰიტი...


ირინა სანიკიძეს და დოის ტექსტია, არანჟირება ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ჩაწერა ბექა ნიკოლაიშვილმა. მაყურებელს ძალიან მოეწონა ჩვენი ცეკვა, ინდური იმიჯი, სპილოები, მარაოები, ბევრი ფერი. ღამის 3-4 საათამდე რეპეტიციებზე ვიყავი.


მადლობა რომ გამონახე დრო და გვესტუმრე, წარმატებებს გისურვებ...




აჩიკო მეფარიძე - მიდიან და მოდიან

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



აჩიკო მეფარიძე. გადაცემა "ღვინო დუდუკი ქალები". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge